NBA-მ ზაზა ფაჩულია ფულადი ჯარიმით დასაჯა
Aa
Aa

NBA-მ ზაზა ფაჩულია ფულადი ჯარიმით დასაჯა

"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია NBA-მ 15 000 დოლარით დააჯარიმა.

ფაჩულია იმ არასპორტული ჯარიმის გამო დასაჯეს, რომელიც "მაიამისთან" შეხვედრაში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ცენტრმა "მაიამის" ფორვარდს, ლუკ ბებიტს სახეში ხელი გასცხო მას შემდეგ, რაც ბებიტმა მას განზრახ მხარი გაჰკრა უწყინარ სიტუაციაში.

აღნიშნული მატჩი კი "მაიამის" გამარჯვებით, ანგარიშით 105:102 დასრულდა.

ვიდეო იხილეთ აღნიშნულ ლინკზე :

http://www.crystalsport.ge/video/1070

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები