NBA-ს დღევანდელი გამორჩეული მატჩების დეტალური განხილვა
შარლოტა - გოლდენ სტეიტი
ბოლო ტურში ვაშინგტონთან მარცხის შემდეგ, შარლოტა შინ გოლდენ სტეიტს მიიღებს. ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, მასპინძლებს მხოლოდ ერთი მარცხი აქვთ. 23 მოგებით და 22 წაგებით, ისინი აღმოსავლეთ კონფერენციის მე-6 ადგილზე იმყოფებიან.
ბევრისთვის გასაოცრად, მარცხი განიცადა ბოლო ტურში გოლდენ სტეიტმა. „ოქროს ბიჭუნებმა“ სტუმრად მაიამისთან დათმეს შეხვედრა 105-102. ბოლო ხუთი გასვლიდან, კარიმ და კამპანიამ სამის მოგება შეძლო. 38 გამარჯვებით და 7 მარცხით, ლიგის მთავარი ფავორიტები დასავლეთ კონფერენციას ლიდერობენ.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება გოლდენ სტეიტს დარჩა. შარლოტა, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 97,8 ქულას უშვებს. გოლდენ სტეიტი ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 114 ქულას აგროვებს.
ფავორიტის სტატუსის გათვალისწინებით, სტუმრების გამარჯვება ფორა @ 2 -5.5
ტრავმები :
შარლოტა - ბრაიან რობერთსი, ჯერემეი ლამბი, კოდი ზელერი.
გოლდენ სტეიტი - არავინ;
კლივლენდი - საკრამენტო
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, ზე მოტივირებული კლივლენდი შინაურ კედლებში საკრამენტოს მიიღებს. ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, მასპინძლებს სამი მოგება აქვთ აქტივში. 30 მოგებით და 12 მარცხით, კავალიერსი აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს.
კარგი განწყობით ხვდება ამ მატჩს საკრამენტო. მეფეებმა ნავსი გატეხეს და გასულ ტურში, სტუმრად დეტროიტი დაამარცხეს 104-109. ბოლო ხუთი გასვლიდან, მათ მხოლოდ ორი მოგება აქვთ აქტივში. 17 მოგების წილ 27 მარცხით, ისინი დასავლეთ კონფერენციის მე-11 ადგილს სჯერდებიან.
გუნდების ბოლო ხუთი ურთიერთშეხვედრიდან, ოთხში გამარჯვება კლივლენდს დარჩა. ლებრონი და კამპანია, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 108.2 ქულას აგროვებს, თავის მხრივ, საკრამენტო ბოლო ხუთ გასვლაზემ საშუალოდ 105.6 ქულას უშვებს.
მოქმედი ჩემპიონების რეპუტაცია ბოლო შეხვედრებში ოდნავ შეილახა, ამის გამოსწორებას ისინი ამაღამ აუცილებლად შეეცდებიან - ფორა @ 1 -9.5
ტრავმები :
კლივლენდი - არავინ;
საკრამენტო - რუდი გეი;
პორტლენდი - ლეიკერსი
ბოლო ტურში სტუმრად ბოსტონთან გამარჯვების შემდეგ, პორტლენდი მოგებათა სერიის გაგრძელებას ლეიკერსთან შეეცდება. მასპინძლებს, ბოლო ხუთი საშინაო შეხვედრიდან, სამჯერ აქვთ წარმატებისთვის მიღწეული. 19 მოგებით და 27 წაგებით, პორტლენდი დასავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილზე იმყოფება.
საშინლად ასპარეზონს წლეულს ლეიკერსი. ლოს ანჟელესელები, ბოლო ტურში, სასირცხვილოდ განადგურდნენ სტუმრად დალასთან - 73-122. ბოლო ხუთივე გასვლა, სტუმრებს წაგებული აქვთ. 16 გამარჯვებით და 32 მარცხით, ლეიკერსი ამავე კონფერენციის ბოლოსწინა მე-14 ადგილს იკავებს.
გუნდების ბოლო ხუთივე ურთიერთშეხვედრა, პორტლენდის სასარგებლოდ დამთავრდა. ბლეიზერსი, ბოლო ხუთ საშინაო შეხვედრაში, საშუალოდ 111 ქულას აგროვებს, ლეიკერსი კი ბოლო ხუთ გასვლით შეხვედრაში, საშუალოდ 119.2 ქულას უშვებს.
სავსებით ლოგიკური @ 1
ტრავმები :
პორტლენდი - ედ დევისი, ტიმ ქუარტემანი;
ლეიკერსი - ლუოლ დენგი, დანჯელო რასელი.