Aa Aa
9 მაისი 2021  |  20:14

მოურინიოს საპატივცემულოდ - იტალიაში ნაყინს "განსაკუთრებული" დაარქვეს

ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონში „რომას“ მთავარი მწვრთნელი იქნება. პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ჯალოროსისთან“ 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და რომში მისი ძალიან ეიმედებათ.

იტალიის დედაქალაქში ჟოზეს უკვე ელიან და მის საპატივცემულოდ სხვადასხვა ღონისძიება იმართება. ერთ-ერთი ასეთი საინტერესო ფაქტი რომში მდებარე სანაყინეში დაფიქსირდა.

ერთ-ერთ ნაყინს მეპატრონემ მოურინიოს საპატივცემულოდ „განსაკუთრებული“ დაარქვა და ვიტრინაში ჟოზეს ფოტო დადო. ეს ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა და მეტიც, თავად მოურინიომდეც მივიდა.

„ტოტენჰემის“ ყოფილმა დამრიგებელმა სოციალურ ქსელში ნაყინის კომპანიას მანგოს და მარწყვის არომატის ნაყინი შეუკვეთა. აღსანიშნავია, რომ „რომას“ მაისური სწორედ მანგოს და მარწყვის ფერებშია და ამით პორტუგალიელმა თავისი ახალი კლუბის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

View this post on Instagram

A post shared by GELATI-AMO (@gelati_amo_)

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში