რომის მასტერსზე ითამაშებს - ბასილაშვილს ძლიერი მეტოქე შეხვდა
Aa
Aa

რომის მასტერსზე ითამაშებს - ბასილაშვილს ძლიერი მეტოქე შეხვდა

საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი მადრიდის შემდეგ, რომის მასტერსზე იასპარეზებს.

ნიკოლოზს წილისყრაში არ გაუმართლა და პირველივე წრეში მე-10 ჩოგანს მატეო ბერეტინის დაუპირისპირდება. წყვილში გამარჯვებული კი მილმანსა და ლაიოვიჩს შორის მოგებულს შეხვდება.

ცნობისთვის, ბასილაშვილი და ბერეტინი ისტორიაში ერთმანეთს 4-ჯერ შეხვდნენ. ჩოგბურთელები 2-2 გამარჯვებით იწონებენ თავს.

შეგახსენებთ, რომ რომის მასტერსი 9 მაისს აიღებს სტარტს. იმასაც გეტყვით, რომ 2021 წელს ნიკოლოზმა 2021 წელს ორი 250-ქულიანი კატეგორიის დოჰას და მიუნხენის ტურნირი(BMW OPEN) მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები