Aa
Aa

"მონაწილე პირები უმკაცრესად დაისჯებიან" -"ოლიმპის" განცხადება

კალათბურთის სუპერლიგაში პლეიოფები დაიწყო. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართული შეხვედრა „ოლიმპსა“ და „ცხუმ-აფხაზეთს“ შორის უსიამოვნო ინციდენტით დასრულდა.

მატჩის მიწურულს „ოლიმპის“ კალათბურთელებმა დევანტე ფოსტერმა და დავით აბულაძემ ერთმანეთში იჩხუბეს.

ვიდეოში ჩანს,რომ ლეგიონერმა ქართველ კალათბურთელს ხელი არ ჩამოართვა,რომელმაც მას ფეხი მიარტყა,რის შემდეგაც დაიწყო არეულობა.

საკალათბურთო კლუბი „ოლიმპი“დღეს განცხადებას ავრცელებს,რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

პირველ რიგში, გვინდა ბოდიში მოვუხადოთ ქართული კალათბურთის და ჩვენს ერთგულ გულშემატკივრარს, ცხუმ-აფხაზეთთან მომხდარი უსიამოვნო და დაუშვებელი ფაქტის გამო. ვგმობთ ყველანაირ ძალადობას როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ და გვინდა გამოვხატოთ ჩვენი აღშფოთება მომხდართან დაკავშირებით. ჩვენ, როგორც ორგანიზაცია სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ მომხდარ ფაქტზე და ვაცხადებთ, რომ ინციდენტში მონაწილე პირები კლუბის შინაგანაწესის გათვალისწინებით უმკაცრესად დაისჯებიან!“ 

აღნიშნული შეხვედრა კი „ცხუმ-აფხაზეთის“ გამარჯვებით ანგარიშით 97:74 დასრულდა. სერიის მეორე შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 8 მაისს, 17:30 საათზე გაიმართება. გამარჯვების შემთხვევაში ცხუმ-აფხაზეთი ნახევარფინალში გავა, ხოლო თუ ოლიმპი იმარჯვებს, მესამე, გადამწყვეტი მატჩი, 10 მაისს ჩატარდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები