Aa
Aa

ფეხბურთელი მწვრთნელს მანქანით დაეჯახა - ტრაგედია იტალიაში

იტალიის სერია B-ს წარმომადგენელ „ჩიტადელაში“ ცუდი ამბებია. კლუბის ფეხბურთელი სამწვრთნელო შტაბის მხცოვან წევრს მანქანით დაეჯახა და შემთხვევა საბოლოოდ ფატალურად დასრულდა.

ავარია 23 აპრილს მოხდა. „ჩიტადელას“ ნახევარმცველი - კრისტიან დ'ურსო ბაზაზე მანქანით შედიოდა, რა დროსაც თავისივე გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელის ველოსიპედს დაეჯახა. 77 წლის ლინო სიმონეტო ეგრევე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სიცოცხლისთვის 6-დღიანი ბრძოლის შემდეგ, მაინც გარდაიცვალა.

„ჩიტადელამ“ სამძიმრის წერილი გაავრცელა და კლუბში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა. მიმართვაში დ'ურსოს შესახებ არაფერი წერია, თუმცა ვიცით, რომ მის წინააღმდეგ გამოძიება უკვე დაიწყო.

კრისტიან დ'ურსო 23 წლისაა და „ჩიტადელას“ მაისურით წლევანდელ სერია B-ში ჩატარებულ 30 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. მისი კლუბი კი ამ მომენტში ცხრილის მე-6 ადგილზეა და უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად პლეი-ოფში იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები