Aa Aa
7 მაისი 2021  |  01:01

ინგლისური ფინალი არ შედგა - ტიტულისთვის იუნაიტედი და ვილიარეალი იბრძოლებენ

ევროპის ლიგის ნახევარფინალები დასრულდა. ფინალში „ვილიარეალი“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“ გავიდნენ. ჩემპიონთა ლიგისგან განსხვავებით აქ ინგლისური დაპირისპირება არ იქნება.

„არსენალს“ მეტოქისთვის 1 გოლის გატანა ჰყოფნიდა, თუმცა არტეტას შეგირდებმა „ვილიარეალს“ კარში ზუსტად მხოლოდ ერთხელ დაურტყეს და გოლი ვერ გაუტანეს. ყველაზე რეალური მომენტი 79-ე წუთზე ობამეიანგს ჰქონდა, თუმცა გაბონელმა ბურთი ძელს მოარტყა. საბოლოოდ კი შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. უნაი ემერის გუნდი ფინალშია. ემერი კი ტურნირის არსებობის ისტორიაში ფინალში მეხუთედ გავიდა.

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გასვლა ფინალში მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან პირველ შეხვედრაში „წითელმა ეშმაკებმა“ „ჯალოროსის“ 6:2 მოუგეს. დღევანდელი დაპირისპირება კი მასპინძლებმა 3:2 მოიგეს. აღსანიშნავია, რომ რომაელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ და სამ გოლზე მეტის გატანაც შეეძლოთ, თუმცა ვერ მოახერხეს.

„ვილიარეალმა“ ფინალამდე კიევის „დინამო“, „ზალცბურგი“ და „არსენალი“ გამოთიშეს ასპარეზობას. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი „მილანი“, „გრანადა“ და „რომა“. ცნობისთვის, ევროპის ლიგის ფინალი 26 მაისით თარიღდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში