ღამე აეროპორტში ეძინა - შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს
Aa
Aa

ღამე აეროპორტში ეძინა - შერმადინი რუსეთში არ შეუშვეს

ესპანური გამოცემა MARCA საინეტრესო და მოულოდნელ ინფორმაციას ავრცელებს. „ტენერიფეს“ ქართველი კალათბურთელი გიორგი შერმადინი რუსეთში, სადაც საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის დასკვნითი ეტაპი უნდა გაიმართოს არ შეუშვეს. ამის მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა მთელი ღამე ნიჟნი ნოვგოროდის აეროპორტში გაათენა.

ეს ამბავი „ტენერიფეს“ ბრაზილიელმა მოთამაშემ მარსელინიო ჰუერტასმა „ინსტაგრამის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით გაავრცელა.

ჰუერტასმა ე,გ, „სთორიზე“ გამოაქვეყნა იმ სავარძლის ფოტო, რომელზეც გიორგის ეძინა. მარსელინიომ ამ საკითხზე კომენტარიც გააკეთა: „დაუჯერებელია, რომ მათ უარი თქვეს ჩვენი საუკეთესო მოთამაშის ქვეყანაში შეშვებაზე. დრო გადის, პრობლემა კი ჯერჯერობით არ გვარდება. გიორგის ძალზედ მნიშვნელოვანი მატჩს წინ ამ სავარძელზე ეძინა. ჩვენ შენთან ვართ გიო!“

MARCA წერს, რომ „ტენერიფე“ და „ფიბა“ ამ მომენტისტვის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობენ. როგორც უკვე მოგახსენეთ, გიორგის რუსეთში არშეშვების მიზეზი უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები