Aa Aa
4 მაისი 2021  |  14:53

ტესტის პასუხი უარყოფითია - ვალვერდე ჩელსისთან ითამაშებს!

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ განმეორებით დაპირისპირებაში მადრიდის „რეალი“ „ჩელსის“ ესტუმრება. „ბლანკოსს“ საკადრო პრობლემები ჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი საკითხი კი ფედე ვალვერდეს ეხებოდა.

ურუგვაელ ნახევარმცველს კორონავირუსი ჰქონდა და იყო საშიშროება, რომ „არისტოკრატების“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებდა, თუმცა დღეს ფედერიკომ კორონავირუსის ტესტი ჩაიტარა, პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა და გუნდთან ერთად ლონდონში გაემგზავრება. ეს ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა „ტვიტერის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით.

აღსანიშნავია ისიც, რომ „სამეფო კლუბს“ სერხიო რამოსი და ფერლან მენდიც დაუბრუნდა. მწყობრშია ედენ აზარიც, რომელიც შესაძლოა ძირითად შემადგენლობაშიც ვიხილოთ.

პირველი მატჩი

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ლონდონელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და ტიბო კურტუას ურთულესი ბურთების აღება მოუწია.

მიუხედავად ამისა, პულიშიჩმა საკუთარი გუნდი მაინც დააწინაურა, რასაც კარიმ ბენზემამ უძლიერესი დარტყმით უპასუხა და საბოლოო შედეგი 1:1 დააფიქსირა. „ჩელსისა“ და „რეალის“ განმეორებითი მატჩი, 5 მაისს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

სპორტ კოქტეილი

სპორტ კოქტეილი

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში