Aa Aa
29 აპრილი 2021  |  12:18

''არ დანებდე, მთელი ერი გქომაგობთ'' - ცნობილი სახეები ''ჩაკვეს'' მხარდასაჭერად გაერთიანდნენ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიური ''გენტის'' ნახევარმცველს, გიორგი ჩაკვეტაძეს კარიერაში ძალიან რთული პერიოდი აქვს. 2019 წლის ზამთრიდან მოყოლებული 21 წლის მოთამაშეს სხვადასხვა სახის ტრავმები აწუხებს და ოპტიმალურ ფორმაში შესვლას ვერ ახერხებს. მიმდინარე სეზონში კრეატიულმა ფეხბურთელმა ''გენტის'' რიგებში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, მას 4 ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია და დიდი ალბათობით მიმდინარე სეზონში მოედანზე ვერ ვიხილავთ.

სოციალურ ქსელში პოპულარულმა ჯგუფმა Sport Fans-მა საზოგადოებისთვის ცნობილი პირები ჩაკვეტაძის მხარდასაჭერად გააერთიანა. მოცემულ ვიდეოში ნიჭიერ მოთამაშეს თანაგუნდელები, სპორტსმენები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ამხნევებენ. მათ შორის არიან ლაშა ტალახაძე, გიორგი ასანიძე, მერაბ შარიქაძე, მერაბ დვალიშვილი, გიგა ჭიკაძე, გურამ კაშია, თორნიკე ოქრიაშვილი, ვაკო ყაზაიშვილი, ლევან გორგაძე და სხვები.

ვიდეო ხვიჩა კვარაცხელიას სიტყვებით მთავრდება: ''გიო, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ. მთელი ცხოვრება ჯანმრთელი, ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყავი''.

მიმდინარე სეზონში გიორგის მუხლის ტრავმა აწუხებდა და გუნდს სწორედ ამიტომ ვერ ეხმარებოდა. მარტის დასაწყისში „გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰაინ ვანჰაზებრუკმა ქართველი ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ იგი თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, თუმცა შემდეგ იგი კვლავ დაშავდა. ჩაკვეტაძის დაბრუნებას აპრილის მიწურულს ვარაუდობდნენ, თუმცა მან მინდორზე გასვლა გაცილებით უფრო ადრე შეძლო. მიუხედავად ამისა, კვლავ დაშავდა და სავარაუდოდ სეზონის დარჩენილ ნაწილში ბელგიურ კლუბს ვერ დაეხმარება.

21 წლის ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს  გიორგიმ 4 ოქტომბერს „ბეერსხოტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მინდორზე მხოლოდ 28 წუთი გაატარა.

შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის ''დინამოს'' აღზრდილია და 2017 წლიდან ''გენტის'' ღირსებას იცავს, თუმცა 2019 წლიდან მოყოლებული გუნდს ტრავმების გამო რეგულარულად ვერ ეხმარება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში