Aa Aa
29 აპრილი 2021  |  10:19

80 რჩეულს შორის - Sports Illustrated-ის რეიტინგში მამუკელაშვილი 58-ეა

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ, Sports Illustrated-მა NCAA-ის ტურნირის დასრულების შემდეგ NBA-ის 2021 წლის დრაფტისთვის 80 ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდა კალათბურთელი დაასახელა. რჩეულთა შორის სანდრო მამუკელაშვილსაც ვხედავთ და იგი 58-ე პოზიციას იკავებს.

„მამუკელაშვილი უჩვეულო, მაგრამ ეფექტური კოლეჯის მოთამაშეა. მას, როგორც მაღალს, რომელსაც პასების გაკეთება, დრიბლინგი და სამიანების სროლა შეუძლია, გუნდში უნივერსალურობა შემოაქვს და ბოლომდე დამარწმუნებელი თუ არა, საინტერესო საქმე ნამდვილად შექმნა, რათა მეორე რაუნდში აირჩიონ.

იგი საოცარი ათლეტურობით არ გამოირჩევა, მაგრამ ძალისმიერი სტილისა და უნარების კომბინაციით NBA-ის სათადარიგოთა სკამის მოთამაშედ ჩამოყალიბების შანსი აქვს. იგი მძიმე ფორვარდის პოზიციაზე უკეთ იასპარეზებს, ვიდრე ცენტრად, რადგან დაცვაში რამდენიმე სისუსტე აქვს და შეუძლია, პერიმეტრზე აიწიოს, რაც დამატებით ღირებულებას აძლევს. მამუკელაშვილმა იმ გუნდების ყურადღება უნდა მიიპყროს, რომლებსაც სათადარიგოთა სკამისთვის მაღალი სჭირდებათ“.

შეგახსენებთ, რომ NCAA-ის გასულ სეზონში მამუკელაშვილი საშუალოდ 17.5 ქულას, 7.6 მოხსნას, 3.2 შედეგიან გადაცემას, 1.1 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას ახორციელებდა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში