Aa Aa
28 აპრილი 2021  |  23:43

შენგელიას 6 ქულა - ცსკა-მ ფენერბახჩე დაამარცხა და ფინალურ ოთხეულში გავიდა

ევროლიგის პლეი ოფი აქტიურ ფაზაში შევიდა. თორნიკე შენგელიას ცსკა „ფენერბახჩეს“ მესამედ დაუპირისპირდა და მესამედ დაამარცხა. დღეს „არმიელები“ პარკეტზე შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და თურქულ გუნდს 85:68 მოუგეს.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 26 წუთი და 37 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში თორნიკემ 6 ქულას, 4 მოხსნას და 1 პასს მოუყარა თავი. შეიძლება ითქვას, რომ შენგელიას სუსტი მატჩი ჰქონდა.

რუსული გუნდიდან ყველაზე გამორჩეული ქლაიბერნი 34 ქულით და 7 მოხსნით იყო. ამერიკელმა პარკეტზე 31 წუთი და 31 წამი დაჰყო. გეტყვით, რომ ამ გამარჯვებით ცსკა ფინალურ ოთხეულში გავიდა.

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში