ფაჩულიამ ქართველ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა
ზაზა ფაჩულიამ 2017 წლის "ოლ სტარის" გამოკითხვაში 1 528 941 ხმა მიიღო და დასავლეთ კონფერენციაში კევინ დურანტის შემდეგ, მეორე ადგილი დაიკავა.
ქართველმა კალათბურთელმა ამასთან დაკავშირებით საკუთარ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
"ამ ერთი თვის განმავლობაში ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე თითოეული თქვენგანისგან, რისთვისაც უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ და გამოვხატო ჩემი პატივისცემა.
ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა წარმომედგინა ჩემი ქვეყანა All Star-ზე, მაგრამ ამით არაფერი არ მთავრდება, წინ ძალიან დიდი მიზნებია.
ვამაყობ ჩემი ქვეყნით და ჩემი ქართველებით". - დაწერა ფაჩულიამ.