Aa Aa
23 აპრილი 2021  |  00:05

"ბოდიშს ვიხდი" - ლივერპულის მფლობელის ემოციური მიმართვა

ევროპის სუპერ ლიგა პრემიერ ლიგის კლუბებმა დატოვეს. ინგლისში მათ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო და დიდი ექვსეული იძულებული გახდა გადაწყვეტილება შეეცვალა.

ლონდონის „არსენალმა“ საჯაროდ ბოდიში მოიხადა, ხოლო დღეს „ლივერპულის“ მფლობელის ჯონ ჰენრის მიმართვა გავრცელდა.

რა თქვა ჰენრიმ?

"მინდა „ლივერპულის“ ყველა გულშემატკივარს ბოდიში მოვუხადო იმ არეულობისთვის და გაუგებრობისთვის, რომლებიც ბოლო დღეებში მოხდა. ამ პროექტის დაწყება გულშემატკივრების მხარდაჭერის გარეშე არ შეიძლებოდა. ამ საკითხზე კი ინგლისში არავინ იფიქრა.

მე მინდა ბოდიში იურგენ კლოპს და ყველა იმ ადამიანს მოვუხადო, რომლებიც გუნდში მუშაობენ. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ „ლივერპული“ მსოფლიოში პოპულარული და პატივსაცემი იყოს.

ისინი ყველაზე მეტად დაზარალდნენ და ეს არ დაუმსახურებიათ. ეს კი ყველაზე მეტად მე მეტკინა. მათ უყვართ კლუბი და „ლივერპულის“ წინსვლისთვის ყოველდღიურად მუშაობენ. იმ დროიდან მოყოლებული, რაც გუნდში მოვედი, ზუსტად იმაზე ვოცნებობდი, რაზეც თქვენ. მინდოდა კლუბი უკეთესობისკენ შემეცვალა.

უკეთესობისთვის შრომა არ დასრულებულა. მაშინაც კი, როდესაც შეცდომას ვუშვებთ, მხოლოდ კლუბის ინტერესებისთვის ვმუშაობთ. იმედი მაქვს ეს კარგად გესმით. მე მართლაც იმედი გაგიცრუეთ.

კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით. იმ არეულობაში, რაც ბოლო დღეებში ხდება, დამნაშავე მხოლოდ მე ვარ. ყოველთვის მემახსოვრება და არასდროს დამავიწყდება, თუ როგორი ძალა აქვთ ჩვენი გუნდის გულშემატკივრებს.

ერთადერთი კარგი, რაც კორონავირუსის პანდემიამ გვაჩვენა არის ის, რომ ყველამ კარგად დავინახეთ რამდენს ნიშნავენ გულშემატკივრები ფეხბურთისთვის და ზოგადად სპორტისთვის. ცარიელი სტადიონები საშინელებაა. ეს წელი სხვა ყველა წლისგან განსხვავებული არის.

აუცილებელია, რომ ლივერპულის საფეხბურთო ოჯახმა შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა და ერთგულება იმისა, რასაც თქვენგან ვხედავთ მთელს მსოფლიოში. ეს არის სიკეთისა და მხარდაჭერის ჟესტები. შემიძლია დაგპირდეთ, რომ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ. მადლობა ყურადღებისთვის.“

შეგახსენებთ, რომ სუპერლიგა ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ დაარსდა და ჩაეშვა „სუპერ ლიგის“ ვებგვერდიც, რომლიდანაც გავიგეთ, რომ გათამაშებას 12 დამფუძნებელი კლუბი ჰყავდა:

„მილანი“, „არსენალი“, „ატლეტიკო“, „ჩელსი“, „ბარსელონა“, „ინტერი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „სიტი“, „იუნაიტედი“, „რეალი“ და „ტოტენჰემი“. ეს კლუბები და კიდევ 3 თანადამფუძნებელი, რომლებიც სადებიუტო სეზონამდე უნდა გარკვეულიყო, გათამაშების ფინალურ ეტაპზე ყოველ წელს ავტომატურად მოხვდებოდნენ, დამატებით 5 გუნდი კი საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვეობით შეირჩეოდა.

მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენების და მწვრთნელების, ასევე "უეფა-ს" და "ფიფა-ს" პროტესტის შემდეგ სუპერ ლიგა დაიშალა და ჯერჯერობით ახალ პროექტში მხოლოდ "რეალი" და "ბარსელონა" დარჩნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში