ლა ლიგა:
Aa
Aa

ლა ლიგა: "ეგოისტური მცდელობაა, რომ მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ"

ეგოისტური წინადადება, რომელიც მდიდრებს სუპერ მდრიდრებად აქცევს - ასე აფასებს ლა ლიგა ევროპის სუპერ ლიგის შექმნის იდეას.

ცოტა ხნის წინ ლა ლიგამ განცხადება გაავრცელა და ამ თემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია დააფიქსირა:

„ლა ლიგა მკაცრად გმობს ბოლო დროს გამოქვეყნებულ წინადადებას სეცესიური, ელიტარული ევროპული ტურნირის შესახებ, რომელიც ეწინააღმდეგება ღია შეჯიბრის პრინციპებს, რომელსაც ეროვნული და ევროპული საფეხბურთო ეკოსისტემა ეფუძნება.

დღეს მთელს ევროპაში ფეხბურთის ქომაგებს შეუძლიათ იოცნებონ, რომ მათი კლუბი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად დიდია ის, იმედოვნებენ, რომ შეძლებენ მიაღწიონ წარმატებას და ავიდნენ ევროპულ საფეხბურთო მწვერვალზე.

ლა ლიგა იცავს ფეხბურთის ამ ევროპულ ტრადიციას. 12 ევროპული კლუბის მიერ შემოთავაზებული კონცეფცია ანადგურებს ამ ოცნებას, ევროპული ფეხბურთის ელიტაში შესასვლელ კარს კეტავს და მას ღიას მხოლოდ რამდენიმე კლუბისთვის ტოვებს.

ლა ლიგას ამაყი, ღია და ღირსეული ჩემპიონატის 90-წლიანი ისტორია გააჩნია. მსოფლიოში მილიონობით გულშემატკივარი LaLiga Santander–ის და LaLiga SmartBank–ის 42 კლუბს თვალს ადევნებს. ჩვენმა წარმატებამ ხელი შეუწყო ფეხბურთს და გახდა მთავარი ეკონომიკური წვლილის შემტანი ესპანეთის ეკონომიკაში, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 1.4% -ს შეადგენს და 200,000 ადამიანის დასაქმებას უზრუნველყოფს.

შემოთავაზებული ახალი ევროპული ტურნირი არის არაფერი გარდა ეგოისტური მცდელობისა, რომ მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდნენ. იგი სპორტის ამ სახეობას ძირს უთხრის და ლა ლიგის მომავალზე სავალალო ზეგავლენას მოახდენს.

ევროპული საფეხბურთო ეკოსისტემის განადგურება საბოლოო ჯამში გამოიწვევს ამ ახალი ტურნირის და მისი მონაწილე კლუბების წარუმატებლობას, რომლებმაც თავიანთი წარმატება ტიტულების მოგებისა და ტრიუმფების საფუძველზე ააგეს, რაც ახლა უფრო შეზღუდული იქნება.

ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ბერკეტს, რომელიც ჩვენს ხელთ იქნება, ვიმუშავებთ ყველა მხარესთან, რათა დავიცვათ ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის მომავალი და მთლიანობა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები