ბრუნო: კრიშტიანუ თავისი მენტალიტეტით მუნდიალის მოგებაში დაგვეხმარება
პორტუგალიის ნაკრების ნახევარმცველმა, ბრუნო ფერნანდეშმა ეროვნულ გუნდში კრიშტიანუ რონალდუს როლზე ისაუბრა.
„ჩვენთვის უდიდესი პრივილეგიაა, გვყავდეს კრიშტიანუ, როგორც თანამემამულე, თანაგუნდელი და მოთამაშე, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებასთან დაგვაახლოვოს.
ვფიქრობ, ჩვენ მისგან ყოველთვის შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ. ის მთელი თავისი კარიერის განმავლობაში ავლენდა მედგარ ხასიათს. მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, არასდროს სჯერდება მიღწეულს და ყოველთვის მეტისკენ ისწრაფვის. ყველა ეს პოზიტიური თვისება ჩვენ მისი კარიერიდან გადმოვიღეთ.
ის ფაქტი, რომ მან 20 წლის განმავლობაში თამაში შეძლო, აჩვენებს, რომ ეს ყველაფერი იყო და რჩება აუცილებელ პირობად იმისთვის, რომ ასე დიდხანს უმაღლეს დონეზე იასპარეზო. ეს ფაქტორები ხელჩაკიდებული მიდის იმ ნიჭთან ერთად, რომელსაც ის წლების განმავლობაში ავლენდა.
ყველაზე მეტად იმედი მაქვს, რომ ის შეძლებს ამ წარმატების ჩვენთან ერთად გამეორებას მსოფლიო ჩემპიონატზე, დაგვეხმარება ისე, როგორც ყოველთვის აკეთებდა, გაიტანს მეტ გოლს და დაგვაახლოებს ჩვენს მიზანთან“,
- განაცხადა ბრუნომ ფიფასთან ინტერვიუში.