ოთხეული კითხვის ნიშნის ქვეშ? - იუვენტუსმა ატალანტასთან წააგო
Aa
Aa

ოთხეული კითხვის ნიშნის ქვეშ? - იუვენტუსმა ატალანტასთან წააგო

სერია ა-ს მორიგ ტურში ტურინის „იუვენტუსი“ „ატალანტას“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა. მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ბოლო წუთებამდე ანგარიში საყაიმო იყო.

87-ე წუთზე მალინოვსკიმ ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა და „ატალანტას“ სასიცოცხლო მნიშვნელობის 3 ქულა მოუტანა.

გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედის და ამ გამარჯვების შემდეგ გასპერინის გუნდმა „ბებერ ქალბატონს“ 2 ქულით გაასწრო. 31 ტურის შემდეგ ტურინელებს 62 ქულა აქვთ, ბერგამოელებს კი 64.

ჯერჯერობით „ნაპოლის“ საკუთარი მატჩი არ გაუმართავს. ნეაპოლელებს ამ მომენტისთვის 59 ქულა აქვთ და „ინტერთან“ გამარჯვების შემთხვევაში გატუზოს გუნდი „ბიანკონერის“ უთანაბრდება.

ცნობისთვის, სერია ა-ს სწორედ „ინტერი“ ლიდერობს 74 ქულით. მეორე ადგილზე კი „მილანია“ 66 ქულით. სიტუაცია ნელ-ნელა უფრო იძაბება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები