დასანანი მარცხი - მარგველაშვილმა ფინალი იპონით წააგო
Aa
Aa

დასანანი მარცხი - მარგველაშვილმა ფინალი იპონით წააგო

საქართველოს ნაკრების ძიუდოისტი, ვაჟა მარგველაშვილი პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი გახდა. 66 წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ქართველი ფალავანი მანუელ ლომბარდოს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა პირველ წრეში დაისვენა და საწყის ბრძოლაში ესპანელი ნიეტო ხინარო დაამარცხა. მეოთხედფინალში ვაჟამ ბელარუს მინკუს სძლია, ნახევარფინალში კი სერბ ბუნჩიჩს მოუგო და ოქროს მედლისთვის ბრძოლის უფლება მიიღო.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ტატამზე 5 ქართველი ძიუდოისტი გავიდა. 52 კილოგრამ წონით კატეგორიაში მარიამ ჯანაშვილმა პირველ რაუნდში ჟოანა დიუგუ დაამარცხა, თუმცა მეორე წრეში შვეიცარიელ კოხერთან წააგო. ამავე წონაში ტეტიანა ლევიცკა-შუკვანმა საწყის რაუნდში ჟოანა რამოსთან დათმო.

ვაჟთა შორის 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ პირველ წრეში დაისვენა და ტურნირში მეორე რაუნდიდან ჩაერთო, თუმცა ისრაელის წარმომადგენელი, კოკოლაიევი ვერ დაამარცხა და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები