Aa Aa
15 აპრილი 2021  |  17:01

ქსკ ლანჩხუთის მწვრთნელი საქართველოს ქალთა ნაკრებსაც გაწვრთნის!

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს. ახალგაზრდა სპეციალისტის სახელს, ქალთა ფეხბურთის ბოლო წლების ყველაზე დიდი წარმატება უკავშირდება - გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფა-ს 2020/21 წლის სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. გიორგი ჩხაიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთში მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წელს მუშაობდა.

ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი, მშობლიური ქალაქის ქალთა კლუბს უკვე 2020 წელს დაუბრუნდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით „ლანჩხუთი“ ევროპის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა. გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედლებს.

გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ბაჯელიძეს შეცვლის. გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩაითვლით გაიმართება.

ალექსანდრე იაშვილი - სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: „პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ლევან ბაჯელიძეს, რომელმაც რთულ პერიოდში ჩაიბარა საქართველოს ქალთა ნაკრები. მან ბევრი გააკეთა ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად და მისი საქმიანობა საქართველოს ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო. რაც შეეხება ახალ მთავარ მწვრთნელს, მჯერა, რომ ის ენთუზიაზმი და საქმისადმი დამოკიდებულება, რომელიც გიორგი ჩხაიძემ გამოავლინა ქალთა საკლუბო ფეხბურთში, ახალი, საინტერესო ეტაპი იქნება ჩვენი გუნდისთვის. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ქალთა საფეხბურთო ნაკრების გამოცდილ მოთამაშეებთან ერთად წარმატებას მოუტანს ჩვენ ნაკრებს. მაქსიმალურად იქნება გამოყენებული რესურსი, რომელიც აქვთ ქალ ფეხბურთელებს, რადგან წლების განმავლობაში სწორედ ისინი იყვნენ ეროვნული ნაკრების წევრები და მათ შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ ინტერესი ახალი თაობის უფრო მეტი ჩართულობის მხრივ. წარმატებები ახალ მთავარ მწვრთნელს მის საქმიანობაში.

გიორგი ჩხაიძე - საქართველოს ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რადგან ნდობა გამომიცხადეს. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ნამდვილად დიდი გამოწვევაა, ამ გამოწვევაზე საპასუხოდ დრო დამჭირდა, ასეთ ნაბიჯს დაუფიქრებლად ვერ გადადგამ, რადგან შენს უკან შენი ქვეყანა, შენი ნაკრები დგას და ორმაგი პასუხისმგებლობაა. ვეცდები, რომ იმედები გავამართლო. თავს არ დავზოგავ შრომისთვის. ჩვენი მიზანი იქნება შედეგის გაუმჯობესება, ვეცდებით ყველანაირად დღითიდღე მოვუმატოთ. მეტი ქულები დავაგროვოთ და მეტმა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღოს მონაწილეობა, გამოცდილ ფეხბურთელებთან ერთად."

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში