7 ფაქტი, რომელმაც რამოსის ცხოვრება შეცვალა!
Aa
Aa

7 ფაქტი, რომელმაც რამოსის ცხოვრება შეცვალა!

მადრიდის „რეალის“ და ესპანეთის ნაკრების მცველს სერხიო რამოსს, რომ საოცარი კარიერა აქვს ეს ახალი არ არის.

ესპანურმა გამოცემა MARCA-მ „ბლანკოსის“ კაპიტანს სტატია მიუძღვნა, რომელშიც 7 ფაქტს ვეცნობით. ამ ფაქტებმა კი რამოსის ცხოვრება შეცვალეს.

2004 წლის 1 თებერვალი - დებიუტი ლა ლიგაში

2004 წლის 1 თებერვალს „სევილიას“ დამრიგებელმა ხუაკინ კაპაროსმა „რიასორზე“ „დეპორტივოს“ წინააღმდეგ 64-ე წუთზე სერხიო რამოსი მინდორზე გამოიყვანა. ესპანელმა უკანახაზელმა ფრანცისკო გალარდო ჩაანცვლა. იმ სეზონში რამოსმა ლა ლიგის 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დებიუტი ნაკრებში

ლუის არაგონესმა ჩინეთთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ, 2005 წელს ესპანეთის ნაკრებში სერხიო რამოსს უხმო. 26 მარტს „რეალის“ კაპიტანმა „ფურია როხას“ ნაკრების მაისური პირველად მოირგო. რამოსმა მინდორზე 45 წუთი გაატარა.

ტრანსფერი "რეალში"

2005 წლის 31 აგვისტო - სერხიო რამოსი მადრიდის „რეალში“ 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადადის. ესპანელი იმ დროისთვის 19 წლის ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა. პირველივე სეზონში რამოსმა საკმაო რაოდენობის თამაშებში მიიღო მონაწილეობა და გულშემატკივრებს თავი სულ მალე შეაყვარა.

2010 წლის მუნდიალი

სერხიო რამოსი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. „ფურია როხამ“ სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ფინალში ნიდერლანდების ნაკრები 1:0 დაამარცხა. რამოსი იმ დროს მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაშობდა.

"La Decima"

2014 წელს რამოსმა პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგა. „რეალმა“ კი ისტორიაში მეათედ. ეს მატჩი სერხიოსთვის ალბათ ყველაზე დასამახსოვრებელია. „ბლანკოსი“ 93-ე წუთამდე 0:1-ს აგებდა, თუმცა ესპანელმა ფეხბურთელმა ლუკა მოდრიჩის ჩაწოდებულ კუთხურს ზუსტი თავური დარტყმა დაახვედრა და ანგარიში გაათანაბრა. შეხვედრა დამატებით დროში გადავიდა და "ბლანკოსმა" 4:1 გაიმარჯვა.

ფეხბურთელი, ნაკრებში ყველაზე მეტი გამარჯვებით

2019 წლის 8 ივნისს ესპანეთი ფარერებს დაუპირისპირდა და დაამარცხა. ეს მატჩი რამოსისთვის ისტორიული იყო, რადგან ის გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ყველაზე მეტი გამარჯვება დაუგროვდა - 122. სერხიომ იკერ კასილასის რეკორდი დაამხო.

2020 წლის 19 ივლისი

თითქოს ჩვეულებრივი თარიღია, თუმცა ამ დღეს „სამეფო კლუბის“ კაპიტანმა ლეგანესს გოლი გაუტანა და „რეალის“ ისტორიაში გახდა პირველი მცველი, რომელმაც ერთ სეზონში 11 გოლი გაიტანა. ასეთი შედეგი არასდროს სხვა არცერთ „ბლანკოსის“ მცველს არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები