გუარდიოლა:
Aa
Aa

გუარდიოლა: "ლიდსმა გამარჯვება დაიმსახურა"

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „ლიდსს“ უმასპინძლა და 10-კაციან მეტოქესთან მოულოდნელად 1:2 დამარცხდა. ეს მარცხი „ქალაქელებისთვის“ ბოლო 29 მატჩში მხოლოდ მეორე იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა.

რა თქვა გუარდიოლამ?

„როდესაც ვაგებთ თქვენ ამბობთ, რომ შემადგენლობა არასწორად შევარჩიე. როდესაც ვიგებთ კი მე გენიოსად მთვლით. არჩევანს არ ვნანობ, რადგან დღეს გამოსულ თერთმეტ ფეხბურთელს მთლიანად ვენდობი. ასე რომ არ იყოს ვერავინ ითამაშებდა.

ყველამ კარგად ითამაშა. რთული მატჩი იყო, რომელიც ვერ მოვიგეთ. წინ ჩემპიონთა ლიგაა და ახლა ამისთვის უნდა მოვემზადოთ.

კაცნაკლულნი ვთამაშობდით და ასეთ დროს რაიმე ინსპირაცია გვჭირდება. ვცდილობდით მეტოქე სიღრმეებში არ შემოგვეშვა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება.

როდესაც გამუდმებით უტევ უტევ და უტევ, მოწინააღმდეგეს კონტრ-შეტევაზე გაქცევის საშუალება არ უნდა მისცე. „ლიდსს“ გამარჯვებას ვულოცავ, მათ ეს დაიმსახურეს. გამარჯვებისთვის საკმარისად ბევრი მომენტი ვერ შევქმენით.“

სატურნირო მდგომარეობა

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისთვის „ქალაქელები“ პრემიერ ლიგას 74 ქულით დამაჯერებლად ლიდერობენ და მეორე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედს“ 14 ქულით უსწრებენ, თუმცა „წითელ ეშმაკებს“ 2 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

"სიტი" ჩემპიონთა ლიგაზე

პეპ გუარდიოლას გუნდმა მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში შინ „დორტმუნდი“ 2:1 დაამარცხა და გერმანიში მცირე უპირატესობით მიფრინავს.  შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების მეორე დაპირისპირება 14 აპრილს თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები