Aa Aa
9 აპრილი 2021  |  13:59

სამი ქართველი NBA-ში? - დრაფტზე ბეჟანიშვილიც დადგება

22 წლის ქართველი მძიმე ფორვარდი გიორგი ბეჟანიშვილი ''ილინოის ფაითინგ ილინის'' დაემშვიდობა. კალათბურთელმა კლუბს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს ამბიციური მიზანი აქვს, რაც NBA-ს დრაფტზე დადგომას გულისხმობს.

ამ თემაზე სპორტსმენმა Instagram-ში დაწერა: ''კალათბურთით დაწყებული და ცეკვის გაკვეთილებით დამთავრებული - მე ქალაქ შამპეისთან პირველივე დღიდან მოყოლებული მხოლოდ სიყვარული მაკავშირებდა, დღესაც ასეა. მთელი გულით ''ილინოისის'' მადლიერი ვარ. აქ გატარებული პერიოდი გასაოცარი იყო.

ვაპირებ მიმდინარე წელს NBA-ს დრაფტზე დავდგე, კარიერაში ნაბიჯი წინ გადავდგა და პროფესიონალი კალათბურთელი გავხდე.

მადლობა ყველას, ვინც განვლილ გზაზე მეხმარებოდა. მომავალს აღფღთოვანებით შევყურებ''.

შეგახსენებთ, 22 წლის ქართველი კალათბურთელი ''ილინოის ფაითინგ ილინის'' ღირსებას 2018 წლიდან იცავდა.

მიმდინარე წელს NBA-ს დრაფტზე დადგომას სანდრო მამუკელაშვილიც გეგმავს. ასე რომ, შესაძლოა შემდეგ სეზონში NBA-ში  სამი ქართველი კალათბურთელი ვიხილოთ. მოგეხსენებათ, გოგა ბითაძე ''ინდიანა პეისერსის'' მოთამაშეა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში