Aa Aa
8 აპრილი 2021  |  22:04

მბაპეს რეალში უნდა - ფრანგმა პსჟ-ს ხელმძღვანელობას წასვლის შესახებ ამცნო

ესპანური გამოცემა AS იუწყება, რომ კილიან მბაპემ „პარი სენ ჟერმენს“ გუნდიდან წასვლის შესახებ აცნობა. ფრანგ სუპერვარსკვლავს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2022 წლის ივნისში ეწურება. წყაროს ინფორმაციით, კილიანმა კლუბს განუცხადა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს და სეზონის დასრულების შემდეგ „რეალში“ წავა.

ესპანური გამოცემები Cuatro და CADENA SER წერენ, რომ მბაპემ გადაწყვეტილების შესახებ კლუბს „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ ამცნო.

იმ შემთხვევაში, თუ ახლაგაზრდა შემტევი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს, პსჟ-ს ხელმძღვანელობას გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. გაუშვან სეზონის ბოლოს მბაპე და მიიღონ ფინანსური სარგებელი, თუ კონტრაქტის ამოწურვამდე დატოვონ კლუბში და უფასოდ შეელიონ.

CUATRO და CADENA SER წერენ, რომ თავად ფეხბურთელს სეზონის დასრულების შემდეგ სურს მადრიდში გადაბარგება.

AS-ის ინფორმაციით, კილიანით არაერთი ევროპული გრანდი ინტერესდება, თუმცა მბაპეს „ბლანკოსისკენ“ მიუწევს გული და იმ ახალ პროექტში უნდა მონაწილეობა, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუს“ მშენებლობის დასრულების შემდეგ უნდა დაიწყოს.

"რეალს" მბაპე ადრეც უნდოდა

„სამეფო კლუბს“ ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის შეძენა ჯერ კიდევ 2017 წელს სურდა, მაგრამ მისმა სატრანსფერო ღირებულებამ მადრიდელები შეაჩერა და იმ დროს იდეალურ ფორმაში მყოფ მარკო ასენსიოს ენდნენ.

ამ ყველაფრის პარალელურად, ზინედინ ზიდანს პარიზული კლუბის ხელმძღვანელობასთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს და ხშირად ესაუბრება მათ.

მბაპეს სტატისტიკა პსჟ-ში

22 წლის შემტევმა „პარი სენ ჟერმენის“ მაისური 2017 წლიდან დღემდე 162-ჯერ მოირგო და 122 გოლი გაიტანა. კილიანმა პსჟ-სთან ერთად 3 ლიგა 1 და ორი საფრანგეთის თასი მოიგო. მბაპეს კარგი თამაშის ფონზე გასულ სეზონში პარიზული გრანდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გავიდა.

"რეალი" ჰოლანდსაც აკვირდება

AS იმასაც წერს, რომ მბაპე „ბლანკოსის“ ერთადერთი ვარიანტი არ არის. მადრიდელები „დორტმუნდის“ თავდამსხმელს ერლინგ ჰოლანდსაც აკვირდებიან. მეტსაც გეტყვით, რამდენიმე დღის წინ ნორვეგიელი თავდამსხმელის აგენტი მინო რაიოლა და მამა ალფ-ინგე მადრიდში ფლორენტინო პერესს შეხვდნენ და ერლინგის ტრანსფერზე ისაუბრეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში