Aa Aa
8 აპრილი 2021  |  15:29

ლორიას უცნობი ამბავი: ''პაოკ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი''

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ, გიორგი ლორიამ ბერძნულ პაოკ-ში ჩაშლილი ტრანსფერი გაიხსენა. ''ანორთოსისის'' მეკარე გარკვეული პერიოდი ''ოლიმპიაკოსში'' ირიცხებოდა, თუმცა ის ფაქტი, რომ პაოკ-ში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, ბევრისთვის უცნობია.

35 წლის ძალიან გამოცდილი ფეხბურთელი სალონიკურ კლუბში ჩაშლილი ტრანსფერის შესახებ ერთ-ერთ ბერძნულ რადიოს ესაუბრა.

''2015 წელს, როცა ოფი დავტოვე, სალონიკში მოლაპარაკებისთვის ჩავედი, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვიყავით, ამ კლუბში გადასვლა ძალიან მინდოდა, მაგრამ კონტრაქტის ყველა დეტალზე ვერ შევთანხმდით და ხელშეკრულება არ გაგვიფომებია. მოლაპარაკებას პაოკ-ის დირექტორი ან პრეზიდენტი ესწრებოდა, მოლაპარაკებას მასთან ვმართავდი, თუმცა მისი სახელი ზუსტად არ მახსოვს, არ მინდა შეცდომა დავუშვა, ამიტომ არ დავასახელებ''.

ამ თემის გარდა ლორიამ ნიკა ნინუასა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

''კვარაცხელია ფანტასტიკური მოთამაშეა, სწორედ ამიტომ მისი გადაბირება დიდ გუნდებს სურთ. მალე მაღალი დონის გუნდში გადავა და დიდებულ კარიერას შექმნის.

რაც შეეხება ნინუას, ის ჯარიმებს ისევე კარგად არტყამს, როგორვ პენალტებს. მჯერა, დრო მიეცემა და შესაძლებლობებს გამოავლენს''.

შეგახსენებთ, ნიკა ნინუა 2020 წლის ზაფხულში პაოკ-ის ფეხბურთელი გახდა, თუმცა ბერძნულ კლუბში რეგულარულად თამაში არ უწევს. ამ ეტაპზე დროის სიმცირე მისი მთავარი პრობლემაა. გასულ ზამთარში ნინუას გადაბირება ''ანორთოსისს'' სურდა, თუმცა შეთანხმება არ შედგა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

კრისტალბეთის მატარებელი დაიძრა!

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში