ბითაძის 18 წუთი -
Aa
Aa

ბითაძის 18 წუთი - "ინდიანა" შინ "ჩიკაგოსთან" დამარცხდა

NBA-ის მორიგ შეხვედრაში გოგა ბითაძის „ინდიანა“ შინ „ჩიკოგა ბულსთან“ 113:97 დამარცხდა.

ქართველმა კალათბურთელმა პარკეტზე 18:39 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 4 ქულა, 3 მოხსნა, 3 დაფარება და 6 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მატჩის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე ჩიკაგოელი ნიკოლა ვუჩევიჩი გახლდათ. მონტენეგროელმა კალათბურთელმა 32 ქულითა და 17 მოხსნით ორმაგი დუბლი გააკეთა.

22 გამარჯვებითა და 27 მარცხით ბითაძის გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში კვლავ მე-9 პოზიციაზე იმყოფება.

ინდიანაპოლისელები მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს „მინესოტა ტიმბერვულფის“ წინაარმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები