Aa
Aa

მსაჯმა ჰოლანდს ავტოგრაფი სთხოვა - მხიარული მომენტი სიტი-დორტმუნდის შემდეგ

„მანჩესტერ სიტისა“ და „დორტმუნდის“ მატჩის დასრულების შემდეგ, გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში საკმაოდ უჩვეულო ამბავი და საინტერესო ამბავი მოხდა. მსაჯმა ერლინგ ჰოლანდი შეაჩერა და ავტოგრაფი სთხოვა.

ეს არბიტრი არის ოქტავიან შოვრე, რომელიც გუშინდელ მატჩში, ისე როგორც ყოველთვის, ოვიდიუ ჰაცეგანის სამსაჯო ბრიგადაში, ლაინსმენად მუშაობდა. ჰოლანდმა შოვრეს სწრაფი ნაბიჯებით ჩაუარა, თუმცა ამ დროს რუმინელმა მას ორი სიტყვა უთხრა და ავტოგრაფზე დაიყოლია.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ჰოლანდმა ფურცელზე თავისი ხელმოწერა საკმაოდ სწრაფად დასვა და გასახდელისკენ გზა გააგრძელა. 47 წლის მსაჯი კი ადგილზე დარჩა და ნორვეგიელი ტალანტის ავტოგრაფის მიღებით კმაყოფილი იყო

ჰოლანდმა გუშინდელ მატჩში თავად ვერ გაიტანა, მაგრამ მარკო როისს საგოლე გადაცემა გაუკეთა. მისმა გუნდმა 1:2 წააგო, რაც მეორე თამაშის წინ ღია ინტრიგას ტოვებს.

სხვათა შორის, როისმა „დორტმუნდის“ მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე მე-18-ედ შეაგდო და ამიერიდან ტურნირზე კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები