სერია ა. ტური 20 - იცოდით, რომ...
Aa
Aa

სერია ა. ტური 20 - იცოდით, რომ...

* „ფიორენტინას“ „იუვენტუსთან“ ზედიზედ 5 მატჩი ჰქონდა წაგებული.

* გუშინდელი მარცხის შემდეგ, „იუვეს“ საძულველ მეტოქესთან ბოლო 18 ურთიერთშეხვედრაში 2 წაგება, 9 ფრე და 7 მოგება აქვს. ხსენებული მეორე მარცხი 2013 წლის ოქტომბერში განიცადა, როცა „ფიორენტინამ“ 4:2 მოიგო.

* „ფიორეს“ თავკაცმა პაულო სოუზამ „იუვენტუსთან“ პირველად მოიგო. აქამდე მას „ბებერ ქალბატონთან“ 3 წაგება ჰქონდა.

* ფლორენციულ კლუბს სერია ა-ში 12 დეკემბრის შემდეგ არ მოეგო. მაშინ „ვიოლამ“ „სასუოლო“ დაამარცხა.

* ნიკოლა კალინიჩმა „იუვენტუსს“ ზედიზედ მე-3 შეხვედრაში გაუტანა.

* მიმდინარე სეზონში „ფიორენტინა“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონატის ორი გრანდი, პირველ-მეორე ადგილზე მყოფი „იუვენტუსი“ (2:1) და „რომა“ (1:0) დაამარცხა.

* ორივე ლიდერთან მატჩისას, „ფიორენტინას“ ნახევარმცველმა მილან ბადელმა თითო გოლი გაიტანა.

* „იუვენტუსი“ სერია ა-ს 5 გასვლითი მატჩია მინიმუმ 1 გოლს უშვებს. ასეთი რამ ბოლოს 2013 წლის მარტში მოხდა.

* „ბებერმა ქალბატონმა“ სტუმრად ბოლოს 2 ოქტომბერს „ემპოლისთან“ არ გაუშვა.

* ტურინელთა დაცვის ხაზი ე.წ. BBC (ბარძალი, ბონუჩი, კიელინი) ერთად მოედანზე 29 ოქტომბრის შემდეგ პირველად გამოვიდნენ.

* გონსალო იგუაინს სერია ა-ს უკანასკნელ 4 ტურში 6 გოლი აქვს გატანილი. "პიპიტამ" „ფიორენტინას“ ზედიზედ მე-4 თამაშში გაუტანა.

* „ტორინოს“ „მილანი“ 2001 წლის ნოემბრის შემდეგ არ დაუმარცხებია - 8 ფრე და 12 წაგება.

* ჯანლუიჯი დონარუმამ მიმდინარე სეზონში „ტორინოს“ ფეხბურთელებს პენალტი სერია ა-ს ორივე მატჩში აუღო. „სან სიროზე“, როცა „მილანმა“ 3:2 მოიგო მან 93-ე წუთზე ბელოტის არ გაატანინა 11 მეტრიდან, ხოლო გუშინდელ მატჩში ლიაიჩს აჯობა.

* „მილანის“ 17 წლის მეკარეს სერია ა-ში 6 პენალტი დაურტყეს, რომელთაგანაც 4 მოიგერია.

* „ტორინოს“ მიმდინარე სერია ა-ს პირველ ტაიმებში 17 გოლი აქვს გატანილი, რაც საუკეთესო მაჩვენებელია.

* ანდრეა ბელოტიმ „მილანს“ ზედიზედ მე-3 თამაშში გაუტანა.

* ფრანჩესკო ტოტიმ „უდინეზესთან“ 63-ე წუთიდან ითამაშა. მან სერია ა-ში 25-ე წელი დაიწყო.

* „რომამ“ სერია ა-ს ბოლო 7 ტურში 18 ქულა აიღო. ჯამში „ჯალოროსის“ 44 ქულა აქვს, რაც გასული წლის 20 ტურის მაჩვენებელზე 9 ქულით მეტია.

* ედინ ჯეკოს „უდინეზესთან“ მატჩამდე იტალიის ჩემპიონატში სამივე პენალტი გატანილი ჰქონდა.

* „რომას“ მიმდინარე სეზონში 10 პენალტი დაუნიშნეს. ევროპის 5 წამყვანი ჩემპიონატის მასშტაბით 11 მეტრიდან დარტყმის საშუალება ამდენჯერ არცერთ სხვა კლუბს არ მისცემია.

* რაჯა ნაინგოლანმა წლევანდელ სერია ა-ში 4 გოლი შეაგდო. მათგან 3 ბელგიელმა სტუმრად გამართულ შეხვედრებში გაიტანა.

* „რომა“ „უდინეზეს“ ზედიზედ 8 თამაშია უგებს. ხოლო უშუალოდ უდინეში რომაელებმა ბოლოს 2011 წლის ნოემბერში წააგეს.

* „ინტერმა“ „ჯუზეპე მეაცაზე“ ჩემპიონატის ზედიზედ მე-6 თამაში მოიგო. „ნერაძურის“ ასეთი სერია ბოლოს 2011 წელს ჰქონდა, როცა ზედიზედ 13 სახლის მატჩი მოიგო. 

* ივან პერიშიჩს მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 7 გოლი აქვს გატანილი. იმდენი, რამდენიც გასული წლის მთლიან სერია ა-ში გაიტანა.

* მაურო იკარდის მიმდინარე სეზონში 22 ქულა აქვს (15 გოლი და 7 საგოლე პასი), რაც ევროპის 5 ჩემპიონატის მასშტაბით საუკეთესო მაჩვენებელია.

* იკარდის ზედიზედ მე-3 სეზონია „ინტერის“ მაისურით ჩემპიონატში 15 და მეტი გოლი გააქვს. აქამდე მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს იგივე გაკეთებული - ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კრისტიან ვიერის.

* „კიევოს“ „ინტერი“ „ჯუზეპე მეაცაზე“ ერთადერთხელ, 2001 წელს ჰყავს დამარცხებული. მთლიანობაში ამ სტადიონზე 1 მოგება, 4 ფრე და 10 წაგება.

* „კიევომ“ ზედიზედ მე-4 ოფიციალური მატჩი წააგო, რაც 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ არ მომხდარა.

* „მფრინავი ვირების“ 37 ფორვარდ სერჯო პელისიეს სერია ა-ს ბოლო 5-დან 4 ტურში აქვს გატანილი. სულ მის საამსეზონო ანგარიშზე 5 გოლი (გუნდის საუკეთესო ბომბარდირია) და 1 ასისტია.

* დრის მერტენსმა „ნაპოლის“ მაისურით ყველა ტურნირის გათვალისწინებით, 162-ე შეხვედრაში 50-ე გოლი გაიტანა. მოქმედ ნეაპოლიტანელთაგან გუნდის საუკეთესო ბომბარდირი მარეკ ჰამშიკია, რომლის ანგარიშზეც 103 ზუსტი დარტყმაა.

* ჰამშიკმა „პესკარასთან“ მიმდინარე ჩემპიონაში მე-6 გოლი შეაგდო, რაც მისთვის გასული სეზონის მაჩვენებლის გამეორებაა.

* ლორენცო ტონელიმ „ნაპოლის“ მაისურით მე-2 შეხვედრა ჩაატარა. 27 წლის მცველმა ორივე მატჩში გოლი გაიტანა.

* „პესკარას“ ნეაპოლში არასდროს მოუგია. სულ ამ გუნდს „სან პაოლოზე“ 7 თამაში აქვს ჩატარებული - 1 ფრე (1978 წელს) და 6 წაგება, ბურთების შეფარდება 5:27-თან.

* „ლაციომ“ ჩემპიონატის ბოლო 8 ტურში 18 ქულა აიღო. ამ წუთისათვის „ბიანკოჩელესტეს“ 40 ქულა აქვს, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 12 ქულით უკეთესია.

* „ატალანტას“ „სტადიო ოლიმპიკოზე“ „ლაციოსთან“ ბოლო 11-დან 9 მატჩი აქვს წაგებული.

* მარკო ბორიელომ კარიერაში მე-11 დუბლი შეასრულა (მე-2 „კალიარის“ მაისურით).

* „კალიარის“ შემტევმა დიეგო ფარიასმა ოთხივე გოლი სახლში გამართული მატჩებისას შეაგდო.

* ჯოვანი სიმეონეს ჩემპიონატში 7 გოლი დაუგროვდა. აქედან სტუმრად გამართულ შეხვედრებში მხოლოდ 2 გაიტანა.

* „ჯენოას“ სარდინიაზე ისტორიაში მხოლოდ 3 მოგება აქვს, ერთნაირი ანგარიშით 1:0. მთლიანობაში 3 გამარჯვება, 4 ფრე და 11 წაგება.

* „ემპოლიმ“ მიმდინარე სეზონში 0:0 მეექვსედ ითამაშა. ამ გუნდმა სერია ა-ს მე-9 მატჩში შეინახა კარი „მშრალად“, რაც სერია ა-ში საუკეთესო მაჩვენებელია.

* „სასუოლოს“ საწყის 15 წუთში ყველაზე მეტი, 8 გოლი აქვს გაშვებული.

* ალესანდრო მატრიმ დუბლი 2015 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად შეასრულა.

* დომენიკო ბერარდი 29 აგვისტოს შემდეგ „სასუოლოს“ ძირითადში პირველად მოხვდა და 2 საგოლე პასიც გააკეთა. ამ ფეხბურთელს ერთ მატჩში 2 ასისტი „ჩეზენასთან“ (2015 წლის მაისი) შეხვედრის შემდეგ არ შეუსრულებია.

* „სასუოლოს“ 23 წლის ნახევარმცველმა ალფრედ დანკანმა სერია ა-ში მე-100 შეხვედრა ჩაატარა.

* „პალერმოს“ 20 ტურში მხოლოდ 2 მოგება აქვს, რაც 1962-1963 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.

* „კროტონეს“ მიმდინარე სეზონში, მეორე ტაიმებში ყველაზე მეტი, 23 გოლი აქვს მიღებული. ცნობისათვის, გუნდმა პირველ ტაიმებში 11 ბურთი გაუშვა.

* „ბოლონიასა“ და „ფიორენტინას“ საჯარიმოს გარედან 9-9 გოლი აქვთ გატანილი, რაც ყველა სხვა კლუბზე უკეთესი მაჩვენებელია.

* „ბოლონიას“ ჯამში 23 ქულა აქვს, რომელთაგანაც 12, ჩემპიონატის 3 აუტსაიდერთან („კროტონე“, „პესკარა“, „პალერმო“) აიღო. 

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები