„გუნდის დატოვება კიდევ ერთხელ მოუწია“ - გენტის თავკაცმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა
Aa
Aa

„გუნდის დატოვება კიდევ ერთხელ მოუწია“ - გენტის თავკაცმა ჩაკვეტაძეზე ისაუბრა

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰაინ ვანჰაეზებრუკმა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა. სანაკრებო პაუზისას „ჩაკვე“ ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობდა და ნელ-ნელა ფორმის აღდგენას ცდილობდა, თუმცა ვანჰაეზებრუკმა განაცხადა, რომ 21 წლის შემტევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები ისევ შეექმნა.

„ჩაკვეტაძემ და დე ბრუინმა ამხანაგური მატჩებისას დიდი სათამაშო დრო მიიღეს, თუმცა საბოლოოდ, ჩაკვეს გუნდის დატოვება კიდევ ერთხელ მოუწია და მხოლოდ გუშინ შემოგვიერთდა. გამომდინარე აქედან, უნდა ვნახოთ, როგორ ფორმაშია და რა ეტაპზე იმყოფება“, - ციტირებს „გენტის“ თავკაცის სიტყვებს voetbalnieuws.be.

შეგახსენებთ, რომ გიორგის მუხლის ტრავმა აწუხებდა და გუნდს სწორედ ამიტომ ვერ ეხმარებოდა. მარტის დასაწყისში ჰაინ ვანჰაზებრუკმა განაცხადა, რომ „ჩაკვე“ თავს ბევრად უკეთ გრძნობდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაშავდა. ჩაკვეტაძის დაბრუნებას აპრილის მიწურულს ვარაუდობდნენ, თუმცა მან მინდორზე გასვლა გაცილებით უფრო ადრე შეძლო.

21 წლის ქართველ შემტევს მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. ბოლოს  გიორგიმ 4 ოქტომბერს „ბეერსხოტის“ წინააღმდეგ ითამაშა და მინდორზე მხოლოდ 28 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები