ნიურნბერგი სტუმრად დამარცხდა | ლოჩოშვილმა დაცვაში უშეცდომოდ ითამაშა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-19 ტურში ლუკა ლოჩოშვილის „ნიურნბერგი“ მესამეადგილოსან „დარმშტადტს“ ესტუმრა და 0:2 დამარცხდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტიც შექმნეს: ორჯერ „დარმშტადტის“ კარისკენ ლოჩოშვილიც ურტყამდა, თუმცა პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორე კი არაზუსტი იყო. მიუხედავად ამისა, შესვენებაზე გუნდები უგოლოდ გავიდნენ, ანგარიში კი მე-60 წუთზე „დარმშტადტმა“ გახსნა - თავი ჰიროკი აკაიამამ გამოიჩინა. 75-ე წუთზე მასპინძლებმა უპირატესობა გაზარდეს - გოლი ლუკა მარსაილერის ანგარიშზეა.
ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა, Sofascore-ისგან 6.8-ქულიანი შეფასება დაიმსახურა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 4-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა, 8-დან 6 მოგებული საჰაერო ორთაბრძლა, 2-დან 2 წარმატებული ვარდნა, 2 ჩაჭრა, 1 არაზუსტი ჩაწოდება, 49-დან 31 ზუსტი პასი (84%), 68 შეხება ბურთთან, 2 დარტყმა, 1 დარტყმა კარში. ლუკამ გუნდს 5-ჯერ დაუბრუნა ბურთი, 11-ჯერ დაკარგა ბურთი და მეტოქეს ორჯერ დაარღვევინა წესები.
19 მატჩის შემდეგ ლოჩოშვილის გუნდი 25 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზეა და მომდევნო ტურში 30 იანვარს „მიუნსტერს“ უმასპინძლებს.