სლუცკი ხვიჩაზე: ''ესპანეთს შეუსრულა, ნაკრებში ძალიან თავდაჯერებულია''
Aa
Aa

სლუცკი ხვიჩაზე: ''ესპანეთს შეუსრულა, ნაკრებში ძალიან თავდაჯერებულია''

ყაზანის ''რუბინის'' ოფიციალური ვებგვერდი ლეონიდ სლუცკის კომენტარს ავრცელებს. გამოცდილი რუსი სპეციალისტი ქართველი ტალანტის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საუბრობს. როგორც სლუცკი აღნიშნავს, მან საქართველოს ნაკრების გასული სამი მატჩი ნახა და მისი აზრით კვარაცხელია გუნდის ლიდერი იყო.

''საქართველოს ნაკრების სამივე მატჩი ვნახე, მათ შორის შვედეთთან შეხვედრა, როცა კვარაცხელია შესვენებისას შეცვალეს. მან საბერძნეთს თავის კლასიკურ სტილში შეუგდო, ხოლო ესპანეთთან კარგად შეასრულა.

ჩანს, რომ საქართველოს ნაკრებში თავს ძალიან თავდაჯერებულად გრძნობს. ვფიქრობ, კვარაცხელია ეროვნული გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ისევე როგორც კლუბში''.

ყაზანის ''რუბინი'' უახლოეს მატჩს 4 აპრილს, საკუთარ კედლებში ''სოჭის'' წინააღმდეგ გამართავს. 23 ტურის შემდეგ სლუცკის გუნდი რუსეთის პრემიერ ლიგაში 37 ქულით მე-8 ადგილზეა და საუკეთესო ოთხეულს მხოლოდ სამი ქულით ჩამორჩება.

რუსეთის პრემიერ ლიგის უკანასკნელ ხუთ ტურში ''რუბინმა'' 3 გამარჯვება მოიპოვა, ერთხელ ფრედ ითამაშა და საკუთარ კედლებში ''ხიმკისთან'' 1:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ, ''რუბინის“ გენერალურმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. საიმანოვმა business-gazeta.ru-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და ჟურნალისტის მიერ დასმული რამდენიმე შეკითხვა ქართველ ფეხბურთელს ეხებოდა.

„ხვიჩას ტრანსფერის მოთხოვნაზე ფაქსები მიგიღიათ“?

„დარწმუნებული ვარ, რომ მალე უამრავს მივიღებთ. მისმინეთ, უხეშად რომ ვთქვათ, მას 20 წელი გუშინ შეუსრულდა. იგი 19 წლის ასაკში ათამაშდა და სკოლის ჩანთა ახლახან მოიხსნა. ხვიჩა ტალანტია და ძალიან მინდა, რომ მომდევნო სეზონში ჩვენს რიგებში ასპარეზობდეს. მის შესანარჩუნებლად მაქსიმუმს გავაკეთებ, თუმცა მესმის, რომ კვარაცხელია რუბინში საჭიროზე მეტხანს არ უნდა დარჩეს“.

„როგორ აპირებთ მის გუნდში დატოვებას? ახალი კონტრაქტის შეთავაზებით“?

„რატომაც არა?! მას კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს და ეს მიღებული პრაქტიკაა. ახლახან კონტრაქტი სტარფელტთან გავახანგრძლივეთ. შარშან იგივე ურემოვიჩთან გავაკეთეთ და ეს საფეხბურთო ბიზნესის ნაწილია. თუ ფეხბურთელი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარს იტყვის, ეს ჩემთვის ნიშანი იქნება, რომ მას არ სურს, საკუთარი მომავალი ჩვენს კლუბს დაუკავშიროს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები