როდმანის შვილი და რონალდუ - ტრინიტი კრიშტიანუს გვერდით
კალათბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული დენის როდმანის მთავარი საზრუნავი თავისი შვილის, ტრინიტისთვის ხელშეწყობა გახლდათ, რომელმაც ამერიკელებისთვის ნაკლებად პოპულარული ფეხბურთელობა აირჩია და მართალია თავდაპირველად მისი წარმატების ბევრს არ სჯეროდა, თუმცა ფაქტია, რომ ახლა ლეგენდის შვილი მწვერვალზე ავიდა და ერთ კომპონენტში მამაკაცთა ფეხბურთის ერთ-ერთი ვარსკვლავის, კრიშტიანუ რონალდუს გვერდით დადგა.
ცოტა ხნის წინ ტრინიტი როდმანმა „ვაშინგტონთან“ კონტრაქტი სამი წლით გაახანგრძლივა, თანაც ისე, რომ მას კლუბის ხელმძღვანელებმა გაუმჯობესებული პირობები შესთავაზეს, რომლის მიხედვითაც ბონუსების ჩათვლით დენისის შვილის ყოველწლიური ანაზღაურება 2 მილიონი დოლარი იქნება, რითაც ის ქალთა ფეხბურთის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება. მამაკაცთა ფეხბურთში კი ასეთი როგორც უკვე ყველამ კარგად იცის, კრიშტიანუ რონალდუა, რომელიც „ალ-ნასრში“ ბონუსების ჩათვლით წელიწადში 286 მილიონ დოლარს იღებს.
ცნობისათვის, ამპლუით თავდამსხმელი ტრინიტი როდმანი „ვაშინგტონის“ ღირსებას 2021 წლიდან იცავს და ყველა ტურნირზე გამართულ 116 შეხვედრაში 34 ბურთი გაიტანა, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებში მის ანგარიშზე 47 მატჩში 11 გოლია.