ჯეიმი კარაგერი, ალვარო არბელოა
Aa
Aa

„საკუთარი ადგილი მივუჩინე“ - კარაგერი რეალის მწვრთნელზე

2007-2009 წლებში ალვარო არბელოა „ლივერპულის“ ღირსებას იცავდა და მისი თანაგუნდელი ჯეიმი კარაგერი იყო, რომელიც ახლა სატელევიზიო ექსპერტად მუშაობს და მისი შეფასებების მოსმენა სხვადასხვა თემაზე ჩვეულებრივი ამბავია. ამჯერად კი მას სთხოვეს, 2009 წელს „ლივერპული“ – „ვესტ ბრომვიჩის“ (2:0) მატჩის დროს მომხდარი ეპიზოდის გახსენება, როდესაც მას „რეალის“ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელთან სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა და სიტუაცია სამეფო კლუბის უკვე ყოფილი დამრიგებლის ჩაბი ალონსოს საქმეში ჩარევის შედეგად განიმუხტა.

ჯეიმი კარაგერი

ყველაფერი კარგად მახსოვს - იმ შეხვედრაში საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვა განსაკუთრებით გვჭირდებოდა, რადგან თუ ბურთს არ გავუშვებდით, მშრალი მატჩების რაოდენობით სეზონის საუკეთესო კლუბი გავხდებოდით.

არბელოა კარგი ფეხბურთელი იყო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დიდი მოთამაშე, როგორც ეს მას თავად ეგონა. ის გამუდმებით შეტევაში ჩართვაზე ფიქრობდა, თავდაცვა კი, რაც მისი უმთავრესი მოვალეობა იყო, ეზარებოდა, რის გამოც იძულებული გავხდი ცოტა გავბრაზებულიყავი და საკუთარი ადგილი მივუჩინე. ის თამაში 2:0 მოვიგეთ, პეპე რეინამ კი „ოქროს ხელთათმანის“ ჯილდო მოიპოვა.

ცნობისათვის, ალვარო არბელოა აქამდე „კასტილიას“ ხელმძღვანელობდა, „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი კი ამ თანამდებობიდან ჩაბი ალონსოს გაშვების შემდეგ დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბუნებით კაპიტანია“ - არბელოა ვინისიუსით აღფრთოვანებულია
„ბუნებით კაპიტანია“ - არბელოა ვინისიუსით აღფრთოვანებულია