Aa
Aa

"ჩემი მიზანია კვარაცხელია კლუბში დარჩეს" - "რუბინის" გენერალური დირექტორი

„რუბინის“ გენერალუმა დირექტორმა რუსტემ საიმანოვმა კვარაცხელიას გოლის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ,რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი ტაიმის მიწურულს ესპანეთის ნაკრებს გოლი გაუტანა.

გაიზარდა თუ არა მისი ფასი? ნამდვილად არ ვიცი. მე არ ვაკონტროლებ სატრანსფერო ფასებს. ჩემთვის ხვიჩა ულაპარაკოდ ძირითადის ფეხბურთელია. მისი წარმატება მახარებს. მომწონს თუ, როგორ ვითარდება მისი კარიერა. რის გამო უნდა გაზრდილიყო მისი ფასი? მე ხომ მის გაყიდვას არ ვაპირებ, ჩემი მთავარი მიზანია, რომ  ის დარჩეს „რუბინში“ და დიდხანს იასპარეზოს ჩვენს გუნდში“- განაცხადა საიმანოვმა 

შეგახსენებთ,აღნიშნული შეხვედრა ესპანელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. ჯვაროსნები,საბერძნეთში გაფრინდებიან, სადაც ბერძნების წინააღმდეგ 31 მარტს შესარჩევი ეტაპის მესამე ტურის მატჩს გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები