დრამატული და სკანდალური - რონალდუს მსაჯმა 100%-იანი გოლი გაუუქმა
Aa
Aa

დრამატული და სკანდალური - რონალდუს მსაჯმა 100%-იანი გოლი გაუუქმა

ბელგრადში 2022 წლის ყატარის მსოფლიო ჩემპიონტის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი სერბეთსა და პორტუგალიას შორის დაძაბული, სანახობრივი და სკანდალური გამოდგა. მასპინძლებმა მეორე ტაიმში 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრეს, თუმცა ბოლო წუთზე გვერდითმა არბიტრმა რონალდუს 100%-იანი გოლი გაუუქმა და სტუმრებს 3 ქულა წაართვა.

კარიდან გამოსულ მეკარეს კრიშტიანუმ დაასწრო და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა, თუმცა სტეფან მიტროვიჩმა ვარდნის შედეგად თითქოს გუნდი გოლისგან იხსნა, თუმცა გამეორებაზე გამოჩნდა, რომ გოლი უკვე გასული იყო.

როგორც მოგეხსენებათ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიდეო რეფერის არ იყენებენ, რაზეც ფიფა და უეფა ნამდვილად უნდა დაფიქრდნენ.

ამ ყველაფრის შემხედვარე რონალდუ აღშფოთდა და ზედმეტი ემოციებისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. პორტუგალიელმა კაპიტნის სამკლაური ძირს მოისროლა და მოედანი დატოვა. შეხვედრის შემდეგ, მან ინციდენტზე კომენტარიც გააკეთა:

„ნაკრების კაპიტნობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი სიამაყეა. ჩემს ქვეყანას ყოველთვის ყველაფერს ვაძლევდი და მისთვის ყველაფერს ვიღებდი, შეცვლას არც მომავალში ვაპირებ, თუმცა არსებობს ასეთი რთული მომენტები, როდესაც ერს ზიანს აყენებენ“. - წერს რონალდუ სოციალურ ქსელში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები