Aa
Aa

"ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი დონის სიგიჟე..." - რამოსი შუქის ჩაქრობას გამოეხმაურა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-2 ტურში საქართველო ესპანეთს მასპინძლობს. გუშინ "ფურია როხა" საქართველოში ჩამოვიდა. დღეს კი ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე პირველი ვარჯიში გამართა.

ესპანელები სრული შემადგენლობით "დინამო არენაზე" ვარჯიშობდნენ რა დროსაც შუქი ჩაქრა. ჯერჯერობით უცნობია რამ გამოიწვია ეს ყველაფერი, თუმცა ფაქტი ერთია - ლუის ენრიკეს შეგირდებს ვარჯიშის შეწყვეტა მოუწიათ.

მომხდართან დაკავშირებით მადრიდის "რეალის" და ესპანეთის ლეგენდარულმა კაპიტანმა სერხიო რამოსმა კომენტარი გააკეთა: "წლების განმავლობაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ასეთი დონის სიგიჟე პირველად ვნახე. ეს ისტორიული მოვლენაა. გასახდელში დაბრუნება გვიწევს. არაუშავს, ვარჯიშს თითქმის ვამთავრებდით. ღამე მშვიდობის."

გასახდელისკენ მიმავალ გზაზე სერხიო ამბობს: "არაფერია, დღეს ყველაფერი დასრულებულია. ეს ისტორიული ჩაქრობაა."

შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნების" და "ფურია როხას" მატჩი კვირას თბილისის დროით 20:00-დან დაიწყება. ცნობისთვის, ხსენებულ შეხვედრაზე დასწრებას 15 000 გულშემატკივარი შეძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები