ვის მისცეს ხმა კანკავამ, ვაისმა და ქართველმა სპორტულმა ჟურნალისტებმა?
"ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუ წლის საუკეთესო ფეხბურთელად "ფიფამაც" დაასახელა.
მოგეხსენებათ, ხმის მიცემა ფეხბურთელებისთვის მხოლოდ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელებს, კაპიტნებსა და სპორტულ ჟურნალისტებს შეეძლოთ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ასეთი არჩევანი გააკეთა: 1. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 2. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 3. გარეტ ბეილი („რეალი“, უელსი).
საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას ხმები ასე გადანაწილდა: 1. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 2. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა); 3. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია).
საქართველოს მხრიდან ჟურნალისტმა ზურაბ ფოცხვერიამ ხმები შემდეგნაირად გაანაწილა: 1. კრიშტიანუ რონალდუ („რეალი“, პორტუგალია); 2. ანტუან გრიზმანი („ატლეტიკო“, საფრანგეთი); 3. ლიონელ მესი („ბარსელონა“, არგენტინა).