Aa
Aa

"იუნაიტედს დიდი ხანია არ წაუგია" - პიოლი მანჩესტერთან მატჩის წინ

ევროპის ლიგის მერვედფინალურ განმეორებით მატჩში "მილანი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, "როსონერის" თავკაცმა სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენცია გამართა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"ყველა ის თამაში, რომელიც ევროპის ლიგაზე ჩავატარეთ გაზრდაში დაგვეხმარა. რთულ მეტოქეს ვხვდებით და შედეგი მნიშვნელოვანი იქნება. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ჩვენ ეს გვჭირდება. ბენასერი და იბრაჰიმოვიჩი დაბრუნდნენ. ისინი ითამაშებენ და ეს ძალიან მახარებს. ზლატანის ყოფნა უდიდესი პრივილეგიაა.

ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ გაირკვევა შეძლებენ თუ არა თამაშს რებიჩი, რომანიოლი, კალაბრია და ლეაო. კარგად ვიცით როგორი კარგი გუნდია "მანჩესტერ იუნაიტედი." დიდი ხანია მათ თამაში არ წაუგიათ. გამარჯვება თუ გვსურს, იდეალურად უნდა ვითამაშოთ.

პირველ შეხვედრაში მოწინააღმდეგე აგრესიულად ცდილობდა თამაშს. ჩვენ უკან დავიხიეთ და საკუთარი თამაში კონტრ-შეტევებზე ავაწყვეთ. ამან გარკვეულწილად გაამართლა. მეორე მატჩში იგივეს ვერ ვიზამთ. უნდა შევუტიოთ და გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ." - განაცხადა პიოლიმ

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი შეხვედრა "ოლდ ტრაფორდზე" ფრედ 1:1 დასრულდა. "წითელი ეშმაკები" 92-ე წუთამდე დიალოს გოლით იგებდნენ, თუმცა კიაერმა უზუსტესი თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და "როსონერის" განმეორებითი მატჩის წინ მცირე უპირატესობა მიცა.

ცნობისთვის, "მილანისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება ხუთშაბათს 18 მარტს თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები