ისტორიული დღე - 17-წლამდე ფრენბურთელები ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდში გადავიდნენ
საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრებმა EEVZA-ს ჩემპიონატი ორი მოგებით დაასრულა და ისტორიულ შედეგს მიაღწია. ახალგაზრდა ფრენბურთელებმა ტურნირზე მე-7 ადგილი დაიკავეს და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდში გადავიდნენ.
გილოცავთ ყველას ამ ისტორიულ დღეს! EEVZA-ს ჩემპიონატზე ორი მოგების შედეგად საქართველოს 17-წლამდე ფრენბურთელთა ნაკრები 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის მეორე რაუნდში გადავიდა! ????????????
Posted by საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაცია Georgian Volleyball Federation on Monday, March 15, 2021
საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველი გამარჯვება სომხებთან იზეიმა და მეტოქე 3:0 დაამარცხა (25:13; 25:11; 25:9). ჩვენმა ფრენბურთელებმა მეორე მოგება ლიეტუვასთან გაიფორმეს და მოწინააღმდეგეს დაძაბულ ბრძოლაში სძლიეს - 3:2 (25:23; 14:25; 18:25; 25:22; 15:9).
შეგახსენებთ, რომ EEVZA-ს ჩემპიონატის ტრიუმფატორი პოლონეთი გახდა, რომელმაც ფინალში ბელარუსის ნაკრებს სძლია. გოგონებს რაც შეეხებათ, მათ ლატვიაში ჩატარებული აღმოსავლეთ ევროპის ზონალური ასოციაციის ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა დათმეს, ნაკრების საუკეთესო მოთამაშედ კი მარიამ მუშკუდიანი დასახელეს.