Aa
Aa

"ბოლო პერიოდში დიდ დარტყმებს ვიღებთ" - რა თქვა კლოპმა ფულემთან მატჩის შემდეგ

პრემიერ ლიგის მოირგ ტურში "ლივერპულმა" "ფულემს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა თავკაცმა იურგენ კლოპმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ვრცელი კომენტარი გააკეთა.

"გუნდის თამაშში გარკვეული ცვლილებების შეტანა მინდოდა და შევიტანე კიდეც, თუმცა ამის გათავისებას გარკვეული დრო ჭირდება. ყველამ იცით, რომ ახლა "ფულემი" შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და ამჟამად კარგ ფეხბურთს თამაშობენ. ასე რომ ყველაფერი ნათელია.

მატჩი კარგად დავიწყეთ და ყველაფერს ვაკონტროლებდით. სალაჰს პოზიცია შევუცვალე და ამ ცვლილებამ რამდენიმე კარგი მომენტი შექმნა. სამწუხაროდ ვერ გამოვიყენეთ. მოწინააღმდეგე გვიტევდა, მაგრამ გოლი ისეთ დროს გავუშვით, როდესაც ნამდვილად არ ვიმსახურებდით.

ვიმეორებ, მომენტები შევქმენით და უნდა გამოგვეყენებინა. ჩვენი სიტუაცია იმ გუნდის სიტუაციას არ გავს, რომელიც ძლიერდება. ამას ვერ ვახერხებთ და სწორედ ამიტომ ვაგებთ. ახლა ოთხეულში შესვლაზე ვერ ვიფიქრებ. მესმის, რომ ეს კითხვა უნდა დამისვათ, მაგრამ ახლა ამაზე ფიქრი არ შემიძლია.

ახლა 1 თამაშის მოგება გვჭირდება და ვფიქრობ ყველაფერი დალაგდება. ჩვენ გვყავს ძლიერი მენტალიტეტის მქონე ფეხბურთელები, თუმცა ამას ამჟამად მოედანზე ვერ ავლენენ. ვცდილობ ყველას გიპასუხოთ, თუმცა ბოლო პერიოდში დიდ დარტყმებს ვიღებთ.

დამიჯერეთ, ჩემს ფეხბურთელებს გამარჯვება ძალიან უნდათ, თუმცა მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის და არ მუშაობს. ამას კი თავისი მიზეზები აქვს. გოლები ვერ გაგვაქვს და პირიქით ვუშვებთ. ისე ჩანს, თითქოს 1 გოლის გატანა ჩვენთან საკმარისია. თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ რაც გინდათ, მაგრამ მე არ შემიძლია გიპასუხოთ, რომ ჩემს ფეხბურთელებს მყარი მენტალობა არ აქვთ.

მათ გამარჯვება უნდოდათ! მე ეს დავინახე! ჩვენ შეცდომები დავუშვით და პრობლემა სწორედ ეს არის. გოლები ჩვენს საუკეთესო პერიოდში და ცხოვრების საუკეთესო ეტაპზე გავუშვით, მაგრამ თქვენ ეს არ გაღელვებთ. უნდა დავიჯეროთ, რომ თამაშების მოგება ისევ შეგვიძლია." - განაცხადა კლოპმა

კლოპის გუნდი საშნელ ფორმაში იმყოფება. ეს "მერსისაიდელებისთვის" ზედიზედ მე-6 საშინაო მარცხი იყო.ასეთი შედეგი ბოლოს "ლივერპულმა" 1953/1954 წლებში დააფიქსირა. მაშინ კი მერსისაიდული გრანდი პირველად გავარდა პრემიერ ლიგიდან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მე-5 საშინაო წაგების შემდეგ "ლივერპული" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ინგლისის მოქმედი ჩემპიონის რანგში ზედიზედ 5 საშინაო შეხვედრა დათმო. გერმანელი სპეციალისტის გაწვრთნილი გუნდი დამარცხდა ''ბარნლისთან'' (0:1), ''ბრაიტონთან'' (0:1), ''მანჩესტერ სიტისთან'' (1:4), ''ევერტონთან'' (0:2) და ''ჩელსისთან'' (0:1). 

დღეს კი ეს ცუდი სტატისტიკა კიდევ უფრო გაიზარდა. ცნობისთვის, ამ მომენტისთვის "ლივერპულს" პრემიერ ლიგაში 43 ქულა აქვს და მე-7 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს იურგენის შეგირდები 15 მარტს სტუმრად "ვულვზის" წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები