Aa
Aa

"ის ლიდერია და მთავარი სიმწვავე მისგან მოდის" - "ზენიტის" მწვრთნელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა

ორშაბათს 8 მარტს რუსეთის პრემიერლიგის ცენტრალური მატჩი გაიმართება,სადაც ყაზანში „რუბინი“ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ უმასპინძლებს.

გასამართ მათჩამდე „ზენიტის“ მწვრთნელმა სერგეი სემაკმა გუნდის ოიფციალურ ვებგვერდ ინტერვიუ მისცა და ხვიჩა კვარაცხელიაზე კომენტარი გააკეთა.

“რუბინი“ არის გუნდი,რომელი კარგ  აგრესიულ ფეხბურთს თამაშობს. ისინი ძალიან კარგები არიან კონტრშეტევებზე. ამ მომენტში მათი ლიდერი რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიაა. ის კარგ ფორმაშია და გუნდის სიმწვავეც მისგან მოდის“-განაცხადა სემაკმა

შეგახსენებთ,რომ წინა ტურში „რუბინმა“ მოსკოვის „სპარტაკი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ჩატარებული 20 ტურის შემდეგ ყაზანელები 31 ქულით მეცხე ადგილზე იმყოფებიან და გათამაშების ლიდერ „ზენიტს“ 11 ქულით ჩამორჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები