Aa Aa
5 მარტი 2021  |  13:57

ტაშკენტის გრან სლემი - ძიუდოისტებმა პირველი დღე უმედლოდ დაასრულეს

ტაშკენტში ძიუდოს გრან სლემმა დაიწყო. ტურნირის პირველ დღეს საქართველოს სახელით ორმა სპორტსმენმა იასპარეზა.

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჯაბა პაპინაშვილმა მოთხედფინალამდე გააღწია და იქ ყაზახ ძიუდოისტთან, იელდოს სმეტოვთან წააგო. რეპეშაჟში კი ახალგაზრდა ქართველი ტაჯიკ შაჰბოზ საიდაბურუროვთან დამატებით დროში ვაზარით დამარცხდა და მედლისთვის ბრძოლას გამოეთიშა.

პაპინაშვილმა ტაშკენტის ტატამზე 2 შეხვედრა მოიგო. პირველ წრეში ყირგიზი სპორტსმენი ოთარ ბესტაევი დაამარცხა, ხოლო მერვედფინალში ბრაზილეიელ ფელიპე კიტადაის აჯობა.

გოგონათა შორის ტურნირში მონაწილეობას ტეტიანა ლევიცკი-შუკვანი იღებდა. საქართველოს სახელით მოასპარეზე ძიუდოისტმა პირველსავე წრეში კორეელ ბოკიონგ იონგთან წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.

ხვალ საქართველოს სახელით 3 ძიუდოისტი გამოვა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფრიდონ გიგანი ყირგიზ ერტურ ტურდუბაევს შეერკინება, ხოლო 81 კილოგრამში გიორგი შერაზადიშვილი - ტაჯიკ ზაკნაზარ ნაზაროვს. გოგონათა თანრიგში მარიამ ჭანტურია უზბეკ შოკშინა ნაზაროვას დაუპირისპირდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში