საქართველოს ნაკრების ექს-ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა გარდაიცვალა
Aa
Aa

საქართველოს ნაკრების ექს-ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა გარდაიცვალა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელი თენგიზ სიჭინავა 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ სამწუხარო ფაქტზე თბილისის ''ამერის'' ყოფილმა მეკარემ, რევაზ ნაჭყეპიამ facebook-ში დაწერა.

GFF Football Academy ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას და მთელ საფეხბურთო სამყაროს ვუსამძიმრებ ძალიან მაგარი ადამიანის,...

Posted by Rezo Nachkepia on ხუთშაბათი, 04 მარტი, 2021

სიჭინავა 1972 წლის 15 მაისს სოხუმში დაიბადა. მას სოხუმის ''ცხუმში'', ბათუმის ''დინამოში'', თბილისის ''დინამოში'', ქუთაისის ''ტორპედოში'', კალინინგრადის ''ბალტიკაში'', სმოლენსკის ''კრისტალში'', ბოლნისის ''სიონში'', თბილისის ''ლოკომოტივში'', თოვუზის ''თურანსა'' და ასევე აზერბაიჯანულ ''არაზში'' უთამაშია. მან კარიერა 2006-07 წლების სეზონში ბოლნისის ''სიონში'' დაასრულა.

ბათუმის ''დინამოს'' რიგებში თასების მფლობელთა თასზე გოლები ერევნის ''არარატსა'' და ბელგრადის ''პარტიზანს'' გაუტანა.

1999-00 წლებში საქართველოს ეროვნულ გუნდში 10 მატჩი ჩაატარა. სადებიუტო მატჩი იოჰან ბოსკამპის დროს ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში, 4 სექტემბერს სრეჩკო კატანეცის სლოვენიასთან ჩაატარა. შეხვედრა ზლატკო ზაჰოვიჩის გადამწყვეტი გოლით სლოვენიელებმა მოიგეს.

ევრო 2000-ის შესარჩევ ციკლში სლოვენიისა და ლატვიის წინააღმდეგ იასპარეზა. 2000 წელს კვიპროსის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ნაკრების რიგებში სლოვაკეთის, რუმინეთისა და სომხეთის წინააღმდეგ ითამაშა.

2000 წელს საქართველოს ნაკრების მაისურით ისრაელის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ესტონეთისა და ირანის წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ''გაგრასა'' და ხონის ''იმერეთს'' წვრთნიდა.

CrystalSport-ის რედაქცია იზიარების გარდაცვლილის ოჯახისა და მეგობრების მწუხარებას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები