Aa
Aa

დრამატული ფინიში - ბარსა თასის პირველი ფინალისტია

ესპანეთის სამეფო თასზე მიმდინარე სეზონის პირველი ფინალისტი „ბარსელონასა“ და „სევილიას“ დრამატული მატჩის შემდეგ გაირკვა.

სევილიაში მოგებული 2:0-ის შემდეგ ხულენ ლოპეტეგის გუნდი „კამპ ნოუზე“ მნიშვნელოვანი უპირატესობით ჩავიდა, მაგრამ „ბარსამ“ რთული ვითარებიდან სასურველ შედეგს მაინც მიაღწია.

მე-12 წუთზე ანგარიში უსმან დემბელემ გახსნა და 1:0 დიდხანს შენარჩუნდა. 73-ე წუთზე ლუკას ოკამპოსს ყველაფრის დასრულება და „სევილიას“ ფინალში გაყვანა შეეძლო, თუმცა პენალტი ვერ გაიტანა.

კატალონიელებმა მეტოქე 94-ე წუთზე დასაჯეს, როცა გრიზმანის გადაცემის შემდეგ პიკემ გაიტანა და თამაში დამატებით დროში გადავიდა. „ბარსას“ დამატებით დროში სოლიდური უპირატესობა ჰქონდა, რაც 95-ე წუთზე მარტინ ბრაიტვეიტის მიერ გატანილ გოლში გამოიხატა - 3:0 და ფინალის საგზური რონალდ კუმანის გუნდს დარჩა.

სატიტულო მატჩში კატალონიელთა მეტოქე დღეს უნდა გაირკვეს. ბილბაოში ნათამაშები 1:1-ის შემდეგ „ლევანტე“ და „ბილბაო“ უკვე ვალენსიაში ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები