ფასის შემცირების შემდეგ, რონალდუმ Transfermark-ი ინსტაგრამზე დაბლოკა
Aa
Aa

ფასის შემცირების შემდეგ, რონალდუმ Transfermark-ი ინსტაგრამზე დაბლოკა

Transfermarkt-მა პოპულარული პორტუგალიელი აგენტის ჟორჟე მენდეშის კლიენტებისგან შემდგარი ტოპ თერთმეტეული გამოაქვეყნა, რომელშიც კრიშტიანუ რონალდუს სატრანსფერო ღირებულება 75 მილიონ ევრომდეა შემცირებული.

რონალდუ ბერნარდო სილვაზე (100 მილიონი) იაფადაა შეფასებული, რამაც კრიშტიანუს აღშფოთება გამოიწვია და ფეხბურთელმა ინსტაგრამზე Transfermark-ი დაბლოკა.

საერთო სიაში რონალდუ 37-ე ადგილზე გაამწესეს, რაც პორტუგალიელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

მისი მხრიდან Transfermark-ის ინსტაგრამზე დაბლოკვა ნამდვილად უცნაური ქმედება იყო, რამაც თავად ხსენებული გვერდი და უბრალო მომხმარებლებიც გააოცა.

ამ მომენტისთვის რონალდუს ღირებულებად 60 მილიონი ევროა მითითებული, ზუსტად იმდენი, რამდენიც ლევანდოვსკი ღირს. ამჟამად კრიშტიანუ სიაში 63-ე ადგილზეა.

ლეო მესი კი 80 მილიონად შეაფასეს. არგენტინელი 22-ე პოზიციას იკავებს. Transfermark-ს აქცენტი აშკარად ასაკზე აქვს გაკეთებული და სიის შედგენაში ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი სწორედ ეს არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები