Aa Aa
3 მარტი 2021  |  01:22

შენგელიას 8 ქულა და მძიმე მატჩი - ცსკა-მ მაკაბი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას ცსკა ევროლიგის 27-ე ტურში სტუმრად „მაკაბის“ დაუპირისპირდა და მეტოქე 84-80 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა, არადა, ამას არაფერი მოასწავებდა.

ცსკა-მ პირველი ტაიმი 18 ქულით მოიგო, მაგრამ „მაკაბის“ ფარ-ხმალი არ დაუყრია. მასპინძლებმა ბოლომდე იბრძოლეს და მეოთხე მეოთხედში ჩამორჩენა 2 ქულამდე დაიყვანეს, თუმცა წონასწორობა ვერ აღადგინეს და შეხვედრა 4 ქულით დათმეს.

შენგელიამ პარკეტზე 21 წუთი და 8 წამი გაატარა და აქტივში 8 ქულა, 2 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 ასისტი ჩაიწერა. თოკომ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, 2 სამიანი გააფუჭა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტმა 9-ს უწია.

ცსკა-მ ევროლიგის მიმდინარე გათამაშებაში მე-18 გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილის მეორე ადგილს იკავებს. „არმიელები“ „ბარსელონას“ ჩამორჩებიან და მომდევნო მატჩი 4 მარტს, „ანადოლუ ეფესის“ წინააღმდეგ ელით.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში