„პრომესი კი არა ხვიჩა უნდა ეყიდათ“ - სპარტაკის ექს-პრეზიდენტი კვარაცხელიაზე
Aa
Aa

„პრომესი კი არა ხვიჩა უნდა ეყიდათ“ - სპარტაკის ექს-პრეზიდენტი კვარაცხელიაზე

„სპარტაკის“ ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდრეი ჩერვიჩენკომ მოსკოველთა სატრანსფერო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და ქუინსი პრომესის ტრანსფერს გამოეხმაურა, რომელიც „სპარტაკში“ „აიაქსიდან“ გადავიდა.

„ტრანსფერები ცალკე აღნიშვნის ღირსია. სულელური პიარის მაგივრად, რომელიც პრომესის დაბრუნებას უკავშირდებოდა, სპარტაკს ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეეძინა და თებერვალში 2 წაგების ნაცვლად 2 გამარჯვება ექნებოდა.

გუნდს სწრაფი და კრეატიული ფეხბურთელი სჭირდება, რომელსაც თანაგუნდელის ერთი-ერთზე გაყვანა, მატჩის დამოუკიდებლად გამწვავება და სტანდარტულების გამომუშავება შეუძლია. პრომესმა და ჰენდრიქსმა გუნდი ვერ გააძლიერეს. მართალია, ჰენდრიქსი ცუდად არ გამოიყურებოდა, მაგრამ ის ხვიჩას დონის ფეხბურთელი არაა. სპარტაკში პრომესის ტრანსფერს აქებენ, მაგრამ პირადად მე, ეს გარიგება სრულიად უაზრო მგონია“.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის პრემიერ ლიგაში 17 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი შეაგდო, 3 საგოლე პასი შეასრულა და 3 პენალტი გამოიმუშავა. ბოლო ტურში „რუბინმა“ „სპარტაკი“ დაამარცხა და ხვიჩა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები