კონტე:
Aa
Aa

კონტე: "ჩემპიონთა ლიგაზე ახლა, რომ ვიყოთ მოგებისთვის ვიბრძოლებდით"

სერია ა-ს მორიგ ტურში "ინტერმა" "ჯენოას" უმასპინძლა და მარტივად 3:0 დაამარცხა. "ნერაძური" ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში იმყოფება და თამაშს თამაშზე იგებს. მატჩის დასრულების შემდეგ ანტონიო კონტემ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ამბიციური განცხადება გააკეთა.

""ჯენოა" კარგ ფორმაში არის და სწორი მუშაობის შედეგად 3 გოლი გავუტანეთ და დავამარცხეთ. ბედნიერები ვართ, რადგან ჩვენმა თავდაუზოგავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ყოველდღიურად ვიზრდებით და წინ მივიწევთ. ვუყურებ თუ არა "რომასა" და "მილანის" მატჩს? დიახ.

ყველამ კარგად ვიცით, რომ 14 მატჩი დარჩა. ახლა "პარმასთან" მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, რადგან ისინი საკმაოდ ძლიერები არიან. როდესაც "ინტერში" დავინიშნე მთავარი მოთხოვნა სკუდეტოს მოგება არ ყოფილა. არ აქვს მნიშვნელობა "ნერაძურის" მწვრთნელი ხარ თუ ფეხბურთელი, აქ ყოველთვის გამარჯვებას გთხოვენ. "ინტერს" დიდი ხანია სკუდეტო არ მოუგია და ეს ძალიან გვინდა. 

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნამ დაგვამწუხრა. ყველა შევთანხმდით, რომ დონე უნდა აგვემაღლებინა. ვფიქრობ, ახლა, რომ ვიყოთ ჩემპიონთა ლიგაზე, მოგებისთვის აუცილებლად ვიბრძოლებდით." - განაცხადა კონტემ

შეგახსენებთ, რომ "ინტერი" ამჟამად იტალიის სერია ა-ს 56 ქულით ლიდერობს. მომდევნო მატჩს "ნერაძური" 4 მარტს სტუმრად "პარმას" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები