MVP და 19 ქულა - შერმადინის მაგარი თამაში!
Aa
Aa

MVP და 19 ქულა - შერმადინის მაგარი თამაში!

ესპანეთის ACB ლიგაში "ტენერიფე" "მონბუსს" ესტუმრა და დიდი ანგარიშით 97:71 დაამარცხა. ხსენებულ დაპირისპირებაში ქართველმა კალათბურთელმა ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და საბოლოოდ ის მატჩის MVP გახდა.

შერმადინმა პარკეტზე 19 წუთი და 54 წამი დაჰყო. ამ პერიოდის განმავლობაში მან 19 ქულა 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. გიორგის მხარი ბრაზილიელმა ჰუერტასმა აუბა, რომელმაც 22 ქულას, 4 მოხსნას და 2 პასს მოუყარა თავი.

ამ გამარჯვების შემდეგ ვიდორეტას გუნდი ACB ლიგაში 36 ქულით მე-3 ადგილზე დამკვიდრდა, თუმცა უახლოეს მდევარ "ბასკონიას", რომელსაც 34 ქულა აქვს ჯერჯერობით თავისი მატჩი არ გაუმართავს. პირველ ადგილს მადრიდის "რეალი" იკავებს, ხოლო მეორეზე კი "ბარსელონაა."

მომდევნო მატჩს გიორგი შერმადინის "ტენერიფე" 13 მარტს "ბურგოსის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები