კვარაცხელია: ''ძალიან ბედნიერი ვარ, მიზანი ყველა მატჩის მოგებაა''
Aa
Aa

კვარაცხელია: ''ძალიან ბედნიერი ვარ, მიზანი ყველა მატჩის მოგებაა''

ზამთრის შესვენების შემდეგ რუსეთის პრემიერ ლიგის 2020-21 წლების სეზონი განახლდა. ყაზანის ''რუბინმა'' მოსკოვის ''სპარტაკი'' სტუმრად დესპოტოვიჩის დუბლით დაამარცხა, თუმცა ორივე გოლის შექმნაში ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ქართველმა ტალანტმა პირველი გოლისას შესანიშნავი საგოლე პასი შეასრულა, მეორე გოლისას კი მისი ძლიერი დარტყმის შემდეგ დესპოტოვიჩმა დამატებაზე შეაგდო.

კვარაცხელიამ მატჩის საუკეთესო პრიზის გადაცემისას რუსულ მედიასთან კომენტარი გააკეთა: ''ცუდ ამინდში ვითამაშეთ, მინდორი არ იყო ძალიან კარგ მდგომარეობაში. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ გავიმარჯვეთ და 3 ქულა მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ.

სეზონის მეორე ნახევრისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ, კარგ ფიზიკურ კონდიციაში ვარ.

ჩვენი მიზანია სეზონის ყველა დარჩენილი მატჩი მოვიგოთ''.

თამაშის დასრულებისას ხვიჩა კვარაცხელიამ კამერასთან ტელეფონზე საუბრის ინსცენირება გააკეთა და კომენტატორმა კონსტანტინ გენიჩმა თქვა: ''ხვიჩა, შენ აუცილებლად დაგირეკავენ''.  ცხადია, გენიჩი ხვიჩას მოსალოდნელ ტრანსფერს გულისხმობდა, სეზონის დასრულების შემდეგ უდიდესი ალბათობით კარიერას ევროპულ კლუბში გააგრძელებს.

მოსკოვის ''ლოკომოტივი'' და ყაზანის ''რუბინი'' 31-31 ქულით მეექვსე-მეშვიდე ადგილებს იყოფენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები