ჯორჯიანა:
Aa
Aa

ჯორჯიანა: "რა ხდება, როცა რონალდუ თამაშს ვერ იგებს?"

პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის კრიშტიანუ რონალდუს მეგობარმა გოგონამ ჯორჯიანა როდრიგესმა გამოცემა Sportweek-თან ვრცეული ინტერვიუ ჩაწერა და საინტერესო დეტალებზე ისაუბრა.

"მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. კრისი მეხმარება, მოტივაციას მაძლევს და უამრავ რამეს მასწავლის. თავდაპირველად მის წინაშე ვარჯიში მრცხვენოდა, მაგრამ შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ის ჩემი ინსპირაციის წყარო და დიდი სიყვარულია. ოჯახი ჩემთვის პრიორიტეტია. რონალდუ და ჩემი შვილი პირველ ადგილზე დგანან.

ტურინში ბედნიერი ვარ. აქ შესანიშნავი სახლი გვაქვს დიდი ბაღით, სადაც ბავშვები შესანიშნავად ერთობიან. ხალხს ვუყვარვართ და ეს ძალიან მსიამოვნებს.

კრისის პოპულარობიდან გამომდინარე საყიდლებზე სიარული არ შეგვიძლია, მაგრამ პანდემიის შემდეგ დამცავი ნიღაბი გვიკეთია და რამდენჯერმე ეს მოვახერხეთ. 

კრიშტიანუ საოცარი მამა და ქმარია. ასეთს კი ვერასდროს ვინატრებდი, მაგრამ იცით როგორ რეაგირებს, როდესაც თამაშს ვერ იგებს? თუ მატჩი ისე არ მიდის, როგორც მას სურს, კრიშტიანუ იმ მომენტში ნამდვილად არ არის მზის სხივი. მიუხედავად ამისა, მან კარგად იცის როგორი არის ფეხბურთი. ზოგჯერ მოიგებ, ხანდახან კი წააგებ.

ამას უნდა შეეგუოს და მუდამ გაუმჯობესებაზე იფიქროს. რონალდუმ სასიამოვნოდ გამაკვირვა და მთლიანად დამიპყრო. ის ძალიან თვითკრიტიკულია. პასუხისმგებლობის შეგრძნება უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი და უყვარს რასაც აკეთებს." - განაცხადა ჯორჯიანამ

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯიანა როდრიგესი 2016 წლიდან არიან ერთად. ამ პერიოდის განმავლობაში მათ 1 შვილი შეეძინათ. ამასთან ერთად იუვეს "შვიდიანს" 3 სხვა შვილიც ჰყავს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები